24 აგვისტო, 2013
ირაკლი კუტალაძის პოპულარობის ტვირთი და უცნაური ვარცხნილობა
ირაკლი ყოველდღე სტუმრობს მოსკოვში საკუთარ კოქტეილ ბარს და სხვადასხვა გოგონებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. შვილის სანახავად ჯერჯერობით საქართველოში არ ჩამოსულა საქართველოში ისეთი ადვილია პოპულარული გახდე, რომ საზღვარგარეთ თუ ამისთვის მილიონებს ხარჯავენ, ჩვენთან პოპულარულ ქალბატონზე ქორწინება, საჯაროდ გაშიშვლება ან შენივე მოგონილ ენაზე სიმღერა გახლავთ საკმარისი.

ასეთი ბედი ეწია ირაკლი კუტალაძესაც, რომლის სახელი და გვარი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არავინ იცოდა. რუსეთში მცხოვრები, თავის დროზე წარმატებული წყალბურთელი ახალგაზრდის მშობლები, ქართველ რძალზე ოცნებობდნენ - როგორ ჩანს, პოპულარულზეც.

ასეთი კი ნინი ბადურაშვილი აღმოჩნდა. ნინის ცნობილი დედის და ბაბუის წყალობით, ბავშვობიდან ეწვია პოპულარობა და მალე თავადაც ამღერდა. მას შემდეგ კი, რაც ოც წელს გადააბიჯა, მთელი საქართველო ნერვიულობდა რატომ არ თხოვდებოდა ნინი ბადურაშვილი.

ამის შესახებ, თითქმის ყველა სატელევიზიო ინტერვიუში ეკითხებოდნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ირაკლი კუტალაძე. რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველით, როგორც ამბობდნენ, ადვილად მოიხიბლა კახიანების ოჯახი. ნიშნობა და ქორწილი ორ თვეში შედგა. მათზე ბევრს საუბრობდნენ, ყველგან წერდნენ…

კუტალაძე-ბადურაშვილის წყვილი ჟურნალების გარეკანიდან არ ჩამოდიოდა მათი რუსეთში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგაც. ორ თვეში ნინი სამშობლოში დაბრუნდა. ირაკლი რუსეთში დარჩა, საბოლოოდ კი როგორ განვითარდა მოვლენები, მთელმა საქართველომ იცის.

დღეს კი, ერთი წლის წინ უცნობი ირაკლი კუტალაძე, ყვითელი პრესის ყველაზე გემრიელ საკბილოდ იქცა. მასზე თითქმის ყოველდღე წერენ. ხან ტყუილს, ხანაც მართალს. თუმცა ფაქტია, რომ მისი წარსული და აწყმო ყველას აინტერესებს.

ირაკლი ყოველდღე სტუმრობს მოსკოვში საკუთარ კოქტეილ ბარს და სხვადასხვა გოგონებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. შვილის სანახავად ჯერჯერობით საქართველოში არ ჩამოსულა.

სკანდალური განცხადებების შემდეგ კომენტარი აღარ გაუკეთებია. კუტალაძის მშვიდი ცხოვრება, ხანმოკლე ქორწინების შემდეგ დაირღვა. ამ ფოტოზე, უცნაური ვარცხნილობით, ირაკლი წლების წინ, წყალბურთელობის დროს არის გადაღებული.

სალომე დადიანი
სპეციალურად "რეიტინგის" საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნინო
კიდევ კარგი რომ ეს კუტალაძე გამოჩნდა თორემ ჭორიკანა ჟურნალისთებო ხომ დარჩებოდით მშივრები/? გიშველათ ცოტა აგამოძრავათ რააააა.
14:45 / 14-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვაიმე რა. დავიღალეთ უკვე. ნეტავ ვის აინტერესებს ნინის და მისი ოჯახის ამბები? მით უმეტეს კუტავაძის? პაშოლ რა
08:47 / 14-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ყოცაღ ნინი რომ ამ უგუნურთა ბრბოს არ ეხმაურები. საინტერესოა სანამდე იჭორავებენ ეს ქაჯები. ღმერთმა გაგიზარდოს პატარა, ღირსეულო ქალო.
00:05 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
პაპუნა
საინტერესოა ? როცა " დიდებულმა " ოჯახმა ჯურნალისტებს დაგიკვეთათ ეს მორიგე რბილი , სიძის გათითხვნა რატომ არ დაგავალათ ის რომ დაგეკონკრეტებინათ რას ნიშნავს უცნაური ვარცხნილობა ? თუ ფანტაზია არ ყოფნით ? ან რაიმე მორიდება გაუჩნდათ ? პ. ს . ჯურნალისტებს კი ნამდვილათ გირჩევთ მოეშვით კახიანებზე " უანგარო შრომას " თორემ ვინ იცის სასამართლომდე არ მიგიყვანოთ თქვენმა უპასუხისგებლო პრუწუნმა ! ასე რომ თავს გაუპრთხილდი ბაჩუკი !
04:07 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ოხოოოოო,ნეტავ იცოდეტ როგორ წაიგეტ ტვინი ამ კუტალადზიტ.ქვეყანა ტავზე იქცევა და ტქვენ მატლა გაატრაკეტ ამ ბადურასჰვილ-კუტალადზიტ
21:16 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS