03 მაისი, 2013
ანუკა არეშიძე თბილისელი ''სვეცკების'' წინააღმდეგ
წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი. ანუკა არეშიძე ''ფეისბუქის'' გვერდზე წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან გამოირჩეოდა და სხვადასხვა პოლიტიკური სტატუსის დადებას არ ერიდებოდა. გარდა ამისა, პაექრობას მართავდა ''ნაციონალების'' სხვადასხვა მხარდამჭერ ცნობილ სახესთან.

არჩევნების შემდეგ, რაც მისი მეუღლე კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდა, ანუკა შედარებით ნაკლებად აქტიურობს ''ფეისბუქზე'', თუმცა ''რეიტინგს'' არ გამორჩენია მისი დღევანდელი, საკმაოდ საინტერესო სტატუსი იმ ფრაზით, რაც ალბათ ყველას გვსმენია, თუმცა ყურადღება საჯაროდ ანუკამ გაამახვილა. ის ''ფეისბუქზე'' არა ანუკა არეშიძით, არამედ სხვა
სახელით არის წარმოდგენილი, ამიტომ მისი სახელი სტატუსს მოვაშორეთ.

სტატუსი კი შემდეგნაირია: ''ასეთ სტატუსებს მხოლოდ ''სვეცკები'' წერენ - რა კარგია, სოფლელები რომ წავიდნენ თბილისიდანო. არადა, ეგ ''სვეცკები'' ბევრად დაბალი დონის განვითარების არსებებს წარმოადგენენ, ვიდრე ის ''სოფლელები''.

Ratingროდესაც ანუკას მეგობრებმა ჰკითხეს, რაზე ჰქონდა ლაპარაკი, მან დაკონკრეტება არ დაიზარა და კომენტარებში დაწერა: ''აღდგომაზე ხომ მიდიან სოფლებში და ვითომ მარტო ''სვეცკი'' თბილისელები დარჩნენ და უხარიათ. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს ''ფეისბუქის'' მეგობარს უწერია და უხარია. წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი.''

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 172 /
ილელიკო
"სვეტსკი" ელიტარულს ნიშნავს,ოღონდ ამას ცოტა ირონიანარევი მნიშვნელობა აქვს :))
15:35 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილე
კომენტარებს გადავავლე თვალი და რა მინდა გკითხოთ... ადამიანი რადგან სოფელში დაიბადება თქვენი გადმოსახედიდან მას ხაზი უნდა გადავუსვათ??? რა ის ადამიანი არ არის??? თუ რადგანაც თქვენ ცნობილი ბრენდების ტანისამოსს ატარებთ იმიტომ ხართ უფრო კარგები უფრო გონებაგახსნილები... ანუ არ გქონდეთ ფინანსური შესაძლებლობა და მერე ვნახავ როგორი გონებაგახსნილები და სვეცკები იქნებით... მადლობა ღმერთს, რომ ყველა ერთნაირად არ აზროვნებს...
15:30 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
LEVANI
სვეცკი სიტყვა ვინმემ განმარტოს,თუ ვინმეს შეუძლია
13:56 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
საქართველოში დაიღალენ მიმბაძველობით,ანუკი მართალია...........
13:06 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
რა სასაცილო ხალხი ხართ.ცოტა ხანში თითზე ჩამოსათვლელი ვიქნებით და მერე არკვიეთ ქალაქელი , სოფლელი.ერი დაჩლუნგდა.
08:35 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრა
საქმე ისაა კიდევ, რომ აბსოლიტურად ყველა წარმოშობით რომელიმე სოფლიდანაა... თვით ხოხობიც კი არ იყო თბილისელი... რა სასაცილოები ვართ ეს ადამიანები... ''ყვავი ყვავს დასცინოდა როგორი შავი ხარო'' :D :D :D
16:28 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
ანუკი ჩემო ლამაზო და ჭკვიანო გოგო როგორ შეიძლება შენ თავი გაუყადრო ერთუჯრედიან და სამარცხვინო ქალებს! ე.წ. ვიტომ სვეცკებს
13:27 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რრრრრ
ანუკი მიყვარხარ..უმაგრესი და უსაყვარლესი ხარ შენ:* ეს ხალხი კიდე დიდი ბრბოა და ასე იქნება სულ გენოციდი აუცილებელია ქართველი ერისთვის:)
11:40 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
სამწუხაროდ უმრავლესობამ ეს კომენტარი სწორად ვერ გაიგო, აი ეს არის ქართველების სენი, ვისაც როგორ აწყობს ისე ესმის.ანუკის მართლა არ ვიცნობ მაგრამ ულამაზესი გოგო არის და ამ ბანძ ქართველ მოდელებს არც შევადარებ მშივრები რო დადიან და მილიონერ ბაბუებზე ნადირობენ უმრავლესობა სამწუხაროდ..არა გატყლარწული თიკო სადუნიშვილი და ალინა არველაძე ჯობია ანუკის ლანძღვის მეტს რომ არაფერს აკეთებენ.. ალინა რომ ქართულს გასწავლის ან თიკო კიდე უდაბლესი დონე,,სვეცკები'':):):)
11:37 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო ლორთქიფანიძე
ჯობია დაანებოთ თავი საქართველოს დაყოფას, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს რომელ კუთხეში იცხოვრებს ქართველი, ვინ ვიზე მეტია ან ნაკლები
01:45 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS