03 მაისი, 2013
ანუკა არეშიძე თბილისელი ''სვეცკების'' წინააღმდეგ
წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი. ანუკა არეშიძე ''ფეისბუქის'' გვერდზე წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან გამოირჩეოდა და სხვადასხვა პოლიტიკური სტატუსის დადებას არ ერიდებოდა. გარდა ამისა, პაექრობას მართავდა ''ნაციონალების'' სხვადასხვა მხარდამჭერ ცნობილ სახესთან.

არჩევნების შემდეგ, რაც მისი მეუღლე კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდა, ანუკა შედარებით ნაკლებად აქტიურობს ''ფეისბუქზე'', თუმცა ''რეიტინგს'' არ გამორჩენია მისი დღევანდელი, საკმაოდ საინტერესო სტატუსი იმ ფრაზით, რაც ალბათ ყველას გვსმენია, თუმცა ყურადღება საჯაროდ ანუკამ გაამახვილა. ის ''ფეისბუქზე'' არა ანუკა არეშიძით, არამედ სხვა
სახელით არის წარმოდგენილი, ამიტომ მისი სახელი სტატუსს მოვაშორეთ.

სტატუსი კი შემდეგნაირია: ''ასეთ სტატუსებს მხოლოდ ''სვეცკები'' წერენ - რა კარგია, სოფლელები რომ წავიდნენ თბილისიდანო. არადა, ეგ ''სვეცკები'' ბევრად დაბალი დონის განვითარების არსებებს წარმოადგენენ, ვიდრე ის ''სოფლელები''.

Ratingროდესაც ანუკას მეგობრებმა ჰკითხეს, რაზე ჰქონდა ლაპარაკი, მან დაკონკრეტება არ დაიზარა და კომენტარებში დაწერა: ''აღდგომაზე ხომ მიდიან სოფლებში და ვითომ მარტო ''სვეცკი'' თბილისელები დარჩნენ და უხარიათ. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს ''ფეისბუქის'' მეგობარს უწერია და უხარია. წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი.''

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 172 /
ფეფე
ანამარია შენს თავზე რატო მიიღე? მაინცდამაინც შენც არ გისკდება თავი განათლებით აშკარად!
20:31 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანამარია
შენ რა სვეტსკი გგონია თავი გოიმკაა?თუ ქმარი გყავს "ინტელიგენტი"კარეონოი ვაკელი?ან კიდევ განათლება გაქვთ ორივეს ისეთი რომ "სვეტსკებს" სეშურდებათ? ქაჯი ხარ ,ბანანი დაიდგი ტავზე და უფრო მაგარი ქუდი გამოგივა,არც გეი ბიჭოლას ჩაგორება დაგავიწყდეთ შუაში,თქვენი დაიკო არაა?.D
19:58 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS