03 მაისი, 2013
ანუკა არეშიძე თბილისელი ''სვეცკების'' წინააღმდეგ
წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი. ანუკა არეშიძე ''ფეისბუქის'' გვერდზე წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან გამოირჩეოდა და სხვადასხვა პოლიტიკური სტატუსის დადებას არ ერიდებოდა. გარდა ამისა, პაექრობას მართავდა ''ნაციონალების'' სხვადასხვა მხარდამჭერ ცნობილ სახესთან.

არჩევნების შემდეგ, რაც მისი მეუღლე კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდა, ანუკა შედარებით ნაკლებად აქტიურობს ''ფეისბუქზე'', თუმცა ''რეიტინგს'' არ გამორჩენია მისი დღევანდელი, საკმაოდ საინტერესო სტატუსი იმ ფრაზით, რაც ალბათ ყველას გვსმენია, თუმცა ყურადღება საჯაროდ ანუკამ გაამახვილა. ის ''ფეისბუქზე'' არა ანუკა არეშიძით, არამედ სხვა
სახელით არის წარმოდგენილი, ამიტომ მისი სახელი სტატუსს მოვაშორეთ.

სტატუსი კი შემდეგნაირია: ''ასეთ სტატუსებს მხოლოდ ''სვეცკები'' წერენ - რა კარგია, სოფლელები რომ წავიდნენ თბილისიდანო. არადა, ეგ ''სვეცკები'' ბევრად დაბალი დონის განვითარების არსებებს წარმოადგენენ, ვიდრე ის ''სოფლელები''.

Ratingროდესაც ანუკას მეგობრებმა ჰკითხეს, რაზე ჰქონდა ლაპარაკი, მან დაკონკრეტება არ დაიზარა და კომენტარებში დაწერა: ''აღდგომაზე ხომ მიდიან სოფლებში და ვითომ მარტო ''სვეცკი'' თბილისელები დარჩნენ და უხარიათ. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს ''ფეისბუქის'' მეგობარს უწერია და უხარია. წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი.''

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 172 /
მანანა
სვეცკობა ბევრ ფულს არ ნიშნავს.შეიდზლება სოფლელი იყო და ბევრ ქალაქელზე მეტი გაგება გქონდეს.
15:59 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მზაგულის
პატიოსნებას რაც შეეხება, სოფლებში არანაკლებია ამორალური და უპატიოსნო ქალიც და კაციც. და, შრომისმოყვარეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აი ლოთობაში კი, ნამდვილად ჩემპიონები არიან :DDპატიოსნებას რაც შეეხება, სოფლებში არანაკლებია ამორალური და უპატიოსნო ქალიც და კაციც. და, შრომისმოყვარეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აი ლოთობაში კი, ნამდვილად ჩემპიონები არიან :DDD
15:51 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მზაგული
ყველაფერში რომ ამერიკელებს ბაძავთ ვიტომ განათლებულები,სად რომელ ქალაქში ნახეთ ამერიკაში განათლებული და მდიდარი მილიარდელები დიდ ქალაქში და ხმაურიან ადგილებში ცხოვრობდნენ.ვისაც ფული აქვს ტყეში,სიმშვიდესა და სუფთა ჰაერზე სახლობს.სანამ მანამდე მიხვალთ ვაი განათლებულებო უბედურება ისაა რომ ტყეს არ არჩენთ ქვეყანას და ანადგურებინებთ ათასი რჯულის მტერს და მოყვარეს.დიახაც სოფელი ყველაფერ წმინდასთან ასოცირდება ფიზიკურთანაც,სულიერთანაც,სიჯანსაღე ,პატიოსნება,თავდაბლობა,სიყვარულის და შრომის უნარი გაცილებით ჭარბობს გალაღებულად სოფელში გაზრდილ ადამიანებში .
15:22 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
კარგი ანუკი, პირადად შენგან გამიგია "სოფლელებზე" "გადაობა" რა იყო, კახის მიყავხარ სამტრედიაში და ეხლა აგარ გაგიზიზნებს სოფელი? ვაი შენს პატრონს :)) ნახალოვკა 4ევა (პორევა)
15:14 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფლელი :)
სოფლელობა რომ სირცხვილია საქართველოში იმიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად. სოფელში ერთმანეთს უდგას ხალხი გვერდით და იმაზე არ ოცნებობენ დღედაღამ როგორ ჩასცხონ დანა ზურგში ახლობელს. "ქალაქელებო" თქვენს გადახუნებულ სახეებს სოფლელების მზისგან დამწვარი სახეები მირჩევნია. თქვენს 6პმ-ის ფეხსაცმელს მათი კალოშები და თქვენს პიცას იმერული ხაჭაპური.
15:09 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატინა
რმ გადაგრიათ ხალხნო, რატომ გარიზიანებთ ყველაფერი, რა შუაშია "სვეცკი" და "გოიმი". არ შეიძლება ადამიანს გსიამოვნებდეს განტვირთული ქუჩების ყურება. ასე ხომ ზაფხულსჰიც კი არ იცლება თბილისი.სასიამოვნოა სიმშვიდე ტბილისში და გაცოცხლებული რაიონები.იქნებ ასე მიიღოთ და ნაკლებათ დაკომპლექსდეთ. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალს დავესწროთ სრულიად საქართველო.
15:08 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა
სოფლელობა არ ნიშნავს იმას რომ სოფელში დაიბადე და გაიზარდე, ბევრი მინახავს ვერაზე გაზრდილი სოფლელი!
15:04 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
მაგიტომ ვართ ცოდვები ზუსტად რომ ქალაქელობით და სოPელობიტ რომ ვსაზგვრავთ ადამიანობააას, ვეთანხმები ანუკის სრულიააად, მას ვინც მაგ საზომით საზგვრავს რა უნდა ელაპარაკო საერთოდ
15:01 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიანაც მიხარია და ვამაყობ რომ დავიბადე საჩხერეში საცხერელი იყო აკაკი კახელი ილია რუსტაველზე არაფერს ვამბობ ტბილისელი ნამდვილად იყო ბევრი თბილისელი მინახავს შტერი და გაუნათლებელი თბილისელობა კი არაა ღირსება პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო
14:53 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
MAKA
ანუკი რა კარგი გოგო ხარ ყველანაირად. მეც ძალიან მაღიზიანებს ეს ვითომ სვეცკები და არასოდეს ზემოდან არ შემიხედავს სოფლელი ხალხისთვის.
14:51 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS