03 მაისი, 2013
ანუკა არეშიძე თბილისელი ''სვეცკების'' წინააღმდეგ
წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი. ანუკა არეშიძე ''ფეისბუქის'' გვერდზე წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან გამოირჩეოდა და სხვადასხვა პოლიტიკური სტატუსის დადებას არ ერიდებოდა. გარდა ამისა, პაექრობას მართავდა ''ნაციონალების'' სხვადასხვა მხარდამჭერ ცნობილ სახესთან.

არჩევნების შემდეგ, რაც მისი მეუღლე კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდა, ანუკა შედარებით ნაკლებად აქტიურობს ''ფეისბუქზე'', თუმცა ''რეიტინგს'' არ გამორჩენია მისი დღევანდელი, საკმაოდ საინტერესო სტატუსი იმ ფრაზით, რაც ალბათ ყველას გვსმენია, თუმცა ყურადღება საჯაროდ ანუკამ გაამახვილა. ის ''ფეისბუქზე'' არა ანუკა არეშიძით, არამედ სხვა
სახელით არის წარმოდგენილი, ამიტომ მისი სახელი სტატუსს მოვაშორეთ.

სტატუსი კი შემდეგნაირია: ''ასეთ სტატუსებს მხოლოდ ''სვეცკები'' წერენ - რა კარგია, სოფლელები რომ წავიდნენ თბილისიდანო. არადა, ეგ ''სვეცკები'' ბევრად დაბალი დონის განვითარების არსებებს წარმოადგენენ, ვიდრე ის ''სოფლელები''.

Ratingროდესაც ანუკას მეგობრებმა ჰკითხეს, რაზე ჰქონდა ლაპარაკი, მან დაკონკრეტება არ დაიზარა და კომენტარებში დაწერა: ''აღდგომაზე ხომ მიდიან სოფლებში და ვითომ მარტო ''სვეცკი'' თბილისელები დარჩნენ და უხარიათ. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს ''ფეისბუქის'' მეგობარს უწერია და უხარია. წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი.''

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 172 /
კეთილი სამარიტელი
ნამდვილი თბილისელი არასოდეს ყურადღებას არ გაამახვილებს სხვის წარმომავლობაზე, იმიტომ რომ მისთვის მთავარი ადამიანობაა. კარგი ადამიანი ყველგან კარგია და უვარგისი სოფელშიც უვარგისია და ქალაქშიც.
20:58 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
ტავისტავად სოფლელ ქალაქელობაზე საუბარი პროვინციალიზმია
19:56 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაკელი
თბილისელობა სულაც არაა „სვეცკობა". რა დააშავა იმ ხალხმა, ვინც თბილისში არ დაიბადა? ეს პროვინციალიზმი და ქაჯობაა.
19:49 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
აქ თბილისელები,ნუ ვითომ თბილისელები ზემოდან იყურებიან,არადა არაფერს წარმოადგენს ნახევარი თბილისი. საზღვარგარეთ კი ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს!
19:36 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რატი
გავარტყი ძალით სვეცკებს
19:34 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ქრისტე აღსდგა, გილოცავთ ხალხნო, რატომ ჭამთ ერთმანეტს? ყველანი ამ დიდი ,,სოფლის " შვილები ვართ!!! განთავისუფლდით ამ უაზრო კომპლექსებიდან მეგობრებო!!!!რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად დაიბადა და გაიზარდა? არადა რა პატარაა ეს ჩვენი საქართველო და მაინც ერთმანეთს ,,ვჭამთ" თბილისი, სოფელი - ერთია, უბრალოდ ადამიანები ვართ სხვადასხვა! გვიყვარდეს ერთმანეთიო - ეს არის ჩვენი სარწმუნოების გული და სული!!!!
19:25 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლოზი
ნუ იქნებით გონება შეზღუდულები და ნუ აიგივებთ სოფლელობას შეუგნებლობასთან.თუ მეტი გესმის რამით,მაშინ მასეთი აზროვნება რატომ გაქვთ? პარადოქსია პირდაპირ. გონებაშეზგუდული ქალაქელი ჯობია სოფელში დაბადებულ?
19:24 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანე
ტრანსპორტში და ქუჩაში ამდენი დაუბანელი და აქოთებული ხალხი არც ერთი ქვეყნის დედაქალაქში არ მინახავს...თან ყველას "ცენტრში" და "პონტში" უნდა რომ "გაიჩითოს" და დაატკბოს მაყურებელი:)
19:17 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
რას წარმოადგენს ეს ბავშვი რომ უფლებას აძლევს თავის თავს სხვები გააკრიტიკოს... ან რა გამოცდილე აქ ცხოვრებისეული... 10 კლასი... სხვის კრიტიკას ჯობია ყველამ თავის თავს მივხედოთ... რო გკითხოთ ეკლესიაში დადიხართ ...
19:15 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანე
დღეს თბილისი ერთი დიდი სოფელი რომაა, ამაზე ვინმე კამათობს? ქალაქელი რომ გახდე, ვაკეში ბინის ყიდვა არაა მხოლოდ საკმარისი...ბევრი ვაკელი ცხოვრობს დღესდღეობით გარეუბანში იმიტომ, რომ თავისი ბინა "ახალ ქართველს" მიჰყიდა გაჭირვების დროს! სამწუხაროდ, თბილისში დაბადებულ-გაზრდილებსაც მაგრად უჭირთ ზრდილობაში...ნამდვილ თბილისელს(ქალაქელს) მიმიკაც სხვანაირი აქვს ხმის ტემბრიც სიარულის მანერაც და ა. შ. ბევრი ფული ჰქონდა მეჯღანუაშვილსაც, მაგრამ...სამი თაობის ქალაქელებიც ვიცი მეცხრე სართულზე ქათმებს რომ ზრდიან სოფლის მონატრებით:)))
19:10 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS