არჩევნების შემდეგ, რაც მისი მეუღლე კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდა, ანუკა შედარებით ნაკლებად აქტიურობს ''ფეისბუქზე'', თუმცა ''რეიტინგს'' არ გამორჩენია მისი დღევანდელი, საკმაოდ საინტერესო სტატუსი იმ ფრაზით, რაც ალბათ ყველას გვსმენია, თუმცა ყურადღება საჯაროდ ანუკამ გაამახვილა. ის ''ფეისბუქზე'' არა ანუკა არეშიძით, არამედ სხვა
სტატუსი კი შემდეგნაირია: ''ასეთ სტატუსებს მხოლოდ ''სვეცკები'' წერენ - რა კარგია, სოფლელები რომ წავიდნენ თბილისიდანო. არადა, ეგ ''სვეცკები'' ბევრად დაბალი დონის განვითარების არსებებს წარმოადგენენ, ვიდრე ის ''სოფლელები''.
როდესაც ანუკას მეგობრებმა ჰკითხეს, რაზე ჰქონდა ლაპარაკი, მან დაკონკრეტება არ დაიზარა და კომენტარებში დაწერა: ''აღდგომაზე ხომ მიდიან სოფლებში და ვითომ მარტო ''სვეცკი'' თბილისელები დარჩნენ და უხარიათ. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს ''ფეისბუქის'' მეგობარს უწერია და უხარია. წითელი პარასკევია, ისე... მე მიყვარს სოფელი და სოფლელი ხალხი.''სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















