ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით OK! ავრცელებს.
გასულ წესლს საუბრობნენ, რომ თამთას შესაძლოა, საქართველო წარედგინა, მაგრამ ამის შესახებ ჭორები არ დადასტურდა. როგორც უკვე ცნობილია საქართველოს ''ევროვიზიაზე'' ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz წარადგენს.
თამთა ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ''ევროვიზიაზე'' გასვლას და საბერძნეთში შიდაშესარჩევ ტურში მონაწილეობდა, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.
''ევროვიზიის'' საგზურის მოსაპოვებლად თამთა წელსაც იბრძვის, მაგრამ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჯერჯერობით უცნობია.