02 თებერვალი, 2016
თამრიკო ჭოხონელიძე ოპერაში გახსნიდან რამდენიმე დღეში დაპატიჟეს - ''როგორც იქნა დღეს მოვხვდი იმ ''მონარჩენ" ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს''...
ბოლო დროს არ წყდება საუბარი ოპერის თეატრის გარშემო.

თამრიკო ჭოხონელიძე იმ მომღერალთა შორისაა, ვინც გახსნაზე არ დაპატიჟეს. ამის გამო გულდაწყვეტილი თამრიკო ჭოხონელიძე ფეისბუქზე წერს. 

''როგორც იქნა დღეს მოვხვდი იმ ''მონარჩენ" ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს... პირველ დღეებში აბა, სად იყო ჩემისთანა ''არაელიტარული" (მაგრამ მაინც მუსიკოსების) ადგილი?! ტელევიზიიდან ითქვა--იქ მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც ამის ღირსიაო...

ჰო, ალბათ ასე ფიქრობენ და განსჯიან დღევანდელი ''მსაჯულები" ვერაფერს იტყვი!... დასანანი ერთია მხოლოდ ვფიქრობ, არ იყო ლამაზი ასეთი ''სელექცია"!

კრიტერიუმებმა გამაკვირვა...
მომიტევეთ,მაგრამ იქ იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც ამ ნაწარმოების მესამე მთავარ პერსონაჟსაც ვერ დაგისახელებდნენ არათუ მის მუსიკალურ მხარეს გაგიშიფრავდნენ...

ასე რომ ძალიანაც ნუ გავიგიჟებთ თავს, რომ იქ სწორედ ის ''ელიტა" იყო, ვინც უნდა ყოფილიყო და ვისაც კარგად ესმის ოპერა!.

იმედია, გამიგებთ რატომ დამწყდა გული. აუცილებლად წავალ. ძალიან მიყვარს ეს ოპერა და მითუმეტეს რომ ძალზე ვგულშემატკივრობ ზოგადად ქართულ ოპერას, თითოეულ ნიჭიერ მომღერალს და ყოველთვის ვიქნები იმ გულშემატკივართა რიგებში, ვინც შეუპოვრად იდგება და იბრძოლებს ქართული კულტურის, ქართველთა გემოვნების ზრდისა და ზოგადად ქართველების წარმატებების სადარაჯოზე''!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
გაიოზი
ქ-ნო თამარ,დიდ ბოდიშს გიხდით, მე თქვენი წერილის საინტერნეტო ვერსია წავიკითხე და აქედან გამომდინანარე გაკვირვებულმა დავწერე ჩემი კომენტარი. კიდევ ერთხელ საჯაროდ ბოდიშს გიხდით ჩემს მიერ გამოთქმული არა ადექვატური კომენტარისთვის. თუ შეგიძლიათ მაპატიეთ. დიდ პატივს გცემთ ''მზიური''-დან მოყოლებული.
18:07 / 04-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ანნა
ჭირიანი თქვენ ხართ ნინია, ჭირიანს ასეთი ჯანსაღი შვილები არ ეყოლებოდა
17:36 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილე
რას ნიშნავს მონარჩენი ამ ქალბატონს რომ კითხოთ ყველაძე თავმდაბალია, არა და ამპარტავანია და თავის თავზე დიდი წარმოდგენით
14:31 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარს
თამარ შუბა გააქვტ? ეტყობა არ გგქონიატ ტორემ სიაში პირველი იქნებოდიტ))))))))))))
08:05 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
გაიოზი
თავმდაბლობით და მოკრძალებით ფასდება ადამიანი.
17:44 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ორთაჭლელი
ამბიციები რომ დაიოკოთ კარგი იქნება ნამდვილად!!!
17:41 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ვაიმე, რამხელა ამბიციები და "გულდაწყვეტილი ",დავიწყებული "ელიტა"!? რა გეგონათ მოიყვანდით ამ ჭირიან ივანიშვლს და სულ "დაფასებული"იქნებოდით "ყურადღების ცენტრში"?! რომ აიკელით ნაცები- "სიებში"არ შევყავდითო?! კვალიაშვილის და ირმა სოხაძის და სხვების არ იყოს : - "9 წელი ცოცხალი ვიყავით თუ მკვდარი ,არავის გავხსენებივართო"?! ....რამდენი სოლო კონცერტით შეახსენეთ თავი მაყურებელს და სად დაიწვით და სად იღწვოდით,სატელევიზიო შოების გარდა ,რის ხარჯზეც "ქაჩავთ"თქვენს პოპულარობას? მომღერლებიც და მსახიობებიც პოლიტიკით ხართ დაკავებულები და მეგა ვარსკვლავობა კი ყველას გსურთ! იგივე მაგ პრემიერაზე,მოწვეული იყო ,ახალგაზრდა ,უნიჭიერესი ბიჭი ლა სკალადან და იმ ბებერმა გუგუშვილმა იმდენი რეკა ივანიშვილთან სანამ არ ამოაგდეს ბიჭი სპექტაკლიდან და ზედ პრემიერის წინ ეგ ბებერი აბესალომი არ ჩასვეს! რომელმა ამოიღეთ ხმა და გააპროტესტეთ?!თანაც სპეციალურად მოიწვიეს!?სირცხვილია! გიზო ჟორდანიას და სხვა ნორმალური გუნდის წევრების გამკვირვებია ,თორემ დანარჩენებს ,კარგად ვიცნობ თქვენს "ელიტარულ"მოდგმას"!
17:20 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ეჰ
რა ჭირთ ამ ხალხს ოღონდაც, პირველივე დღეს რატომ უნდა ყველას რა ჭირთ/????????????????????/ რა პირველობის მანია ჭირთ. რა შუაშია მონარჩენი? დამატიჟეს დააფასეს მადლობა თქვას.
16:05 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
გაიოზი
ქ-ნო თამარ, თქვენგან ალბათ საზოგადოებაც არ მოელოდა ასეთ საუბარს ''როგორც იქნა დღეს მოვხვდი იმ ''მონარჩენ" ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს... პირველ დღეებში აბა, სად იყო ჩემისთანა ''არაელიტარული" (მაგრამ მაინც მუსიკოსების) ადგილი?!" ალბათ მოძღვარს აღსარებაში პირველ რიგში ამ ამპარტავნების მონანიებას სთხოვთ. რამ გაფიქრებინათ, რომ საქართველოში ღირსეული, მხოლოდ ოპერის პრემიერაზე დაპატიჟებულებია და დანარჩენი ''მონარჩენ''-ნი. ქ-ნო თამარ კარგად რომ დაფიქრებულიყავით, მიხვდებოდით, რომ თქვენზე უფრო ღირსეული ადამიანებიც არ მოხვდნენ დაპატიჟებულთა სიაში, მაგრამ როგორც ჭეშმარიტად ღირსეულმა ადამინებმა ჩვეულებრივ დუმილით გაატერეს. ამას უბრალოდ თავმდაბლობა ჰქვია, რაც ყველაზე დიდი ღირსებაა ადამიანის და ამით ფასდება საზოგადოებაში. თუ გიქრიათ, რომ თქვენთან ერთად დაპატიჟებულებშ, რომლებიც ამპარტავნებით არ არიან შეპყრობილი შეურაცყოფა მიაყენეთ. იქნებ ....
14:35 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS