02 თებერვალი, 2016
თამრიკო ჭოხონელიძე ოპერაში გახსნიდან რამდენიმე დღეში დაპატიჟეს - ''როგორც იქნა დღეს მოვხვდი იმ ''მონარჩენ" ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს''...
ბოლო დროს არ წყდება საუბარი ოპერის თეატრის გარშემო.

თამრიკო ჭოხონელიძე იმ მომღერალთა შორისაა, ვინც გახსნაზე არ დაპატიჟეს. ამის გამო გულდაწყვეტილი თამრიკო ჭოხონელიძე ფეისბუქზე წერს. 

''როგორც იქნა დღეს მოვხვდი იმ ''მონარჩენ" ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს... პირველ დღეებში აბა, სად იყო ჩემისთანა ''არაელიტარული" (მაგრამ მაინც მუსიკოსების) ადგილი?! ტელევიზიიდან ითქვა--იქ მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც ამის ღირსიაო...

ჰო, ალბათ ასე ფიქრობენ და განსჯიან დღევანდელი ''მსაჯულები" ვერაფერს იტყვი!... დასანანი ერთია მხოლოდ ვფიქრობ, არ იყო ლამაზი ასეთი ''სელექცია"!

კრიტერიუმებმა გამაკვირვა...
მომიტევეთ,მაგრამ იქ იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც ამ ნაწარმოების მესამე მთავარ პერსონაჟსაც ვერ დაგისახელებდნენ არათუ მის მუსიკალურ მხარეს გაგიშიფრავდნენ...

ასე რომ ძალიანაც ნუ გავიგიჟებთ თავს, რომ იქ სწორედ ის ''ელიტა" იყო, ვინც უნდა ყოფილიყო და ვისაც კარგად ესმის ოპერა!.

იმედია, გამიგებთ რატომ დამწყდა გული. აუცილებლად წავალ. ძალიან მიყვარს ეს ოპერა და მითუმეტეს რომ ძალზე ვგულშემატკივრობ ზოგადად ქართულ ოპერას, თითოეულ ნიჭიერ მომღერალს და ყოველთვის ვიქნები იმ გულშემატკივართა რიგებში, ვინც შეუპოვრად იდგება და იბრძოლებს ქართული კულტურის, ქართველთა გემოვნების ზრდისა და ზოგადად ქართველების წარმატებების სადარაჯოზე''!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
გაიოზი
ქ-ნო თამარ,დიდ ბოდიშს გიხდით, მე თქვენი წერილის საინტერნეტო ვერსია წავიკითხე და აქედან გამომდინანარე გაკვირვებულმა დავწერე ჩემი კომენტარი. კიდევ ერთხელ საჯაროდ ბოდიშს გიხდით ჩემს მიერ გამოთქმული არა ადექვატური კომენტარისთვის. თუ შეგიძლიათ მაპატიეთ. დიდ პატივს გცემთ ''მზიური''-დან მოყოლებული.
18:07 / 04-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ანნა
ჭირიანი თქვენ ხართ ნინია, ჭირიანს ასეთი ჯანსაღი შვილები არ ეყოლებოდა
17:36 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილე
რას ნიშნავს მონარჩენი ამ ქალბატონს რომ კითხოთ ყველაძე თავმდაბალია, არა და ამპარტავანია და თავის თავზე დიდი წარმოდგენით
14:31 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარს
თამარ შუბა გააქვტ? ეტყობა არ გგქონიატ ტორემ სიაში პირველი იქნებოდიტ))))))))))))
08:05 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
გაიოზი
თავმდაბლობით და მოკრძალებით ფასდება ადამიანი.
17:44 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS