01 თებერვალი, 2016
მიშა მესხის პირველი კომენტარი უკრაინაში გავრცელებული კადრების შემდეგ - ''ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც განკიცხვით''
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ მსახიობ მიშა მესხის და მისი მეგობრის უკრაინაში გადახდენილ ამბავს. მსახიობი ბევრმა გააკრიტიკა და წერდნენ, რომ მისი საქციელით ქართველებს არცხვენდა. დღეს მიშა მესხი ატეხილ სკანდალს სოციალური ქსელის საშუალებით პირველად გამოეხმაურა.

''მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა.

დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ
გადამარჩინა.

დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ....

სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე...

გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია.

გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადმიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე "ცონობად სახეს" ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ.

ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები.

სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას. ალბათ, ღვთის ნება იყო რომ გადავრჩი, გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა.

მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა. რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს.

ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში, ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიამ...

ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს.

ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც განკიცხვით. იმედია, ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები, დავძლიო ეს სენი.

აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის.

მე მინდა, ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს, ამას შევძლებ.

აბა, თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამე ცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია, შეცდომის დაშვება არასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა...''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ზაირა ქაჯაია
არ მომიძებნია ეს კადრები... არ მინდოდა, რომ მენახა... იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართ. თავს გაუფრთხილდით და იმ დიდ სიყვარულს რასაც თქვენს მიმართ ვგრძნობთ...
13:41 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
x
მიშა , თქვენ ახალგაზრდა , სიმპატიური და ნიჭიერი ახალგაზრდა ხართ ! უყვარხართ თქვენს მაყურებელს . რას ჰქვია დეპრესია და არაფერი მაქვს გასაკეთებელი. აბა , იმან რა ჰქნას ვინც თქვენოდენიც ვერ გააკეთა. თქვენს "გმირულ საქციელზე " მე კომენტარი არ გამიკეთებია , თუმცა ვაღიარებ გუნებაში გაგკიცხეთ . ახლა კი თქვენი ამ სიტყვების შემდეგ ასე ვთქვათ გული მომიბრუნდა ))). შორს დეპრესია ! იქნებ თქვენ ზუსტად ის პიროვნება ხართ რომელმაც თვითონაც უნდა დასძლიოს ეს საშინელი სენი და თანაც მთელი თაობები აიყოლის. ჰა ? იქნებ ...
13:38 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკი
მიყვარს ეს ადამიანი! ვუსურვებ ჯანმრთელობას საინტერესო და ლაღ ცხოვრებას!
13:35 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS