01 თებერვალი, 2016
სალომე ასათიანის შემაშფოთებელი სტატუსი - „მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება, თვალი ავიკრა“
ტელეწამყვან სალომე ასათიანის რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა თანხმდება, რომ მიზეზი, რის გამოც ტელეწაყვანმა სტატუსი დაწერა, შემაშფოთებელია.

„ტელეგადაცემის ლინკებზე თუ ფოტოებზე რამდენჯერმე შემხვდა შენიშვნა ჩემი თვალების ასიმეტრიასთან დაკავშირებით. რომ "ელამი" ვარ, რომ "აჯობებს კადრში მუქი სათვალით დავჯდე"... გადავწყვიტე გამცნოთ, რომ მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს.

დაახლოებით ათი წლის წინ ბადურა ჩამომეშალა, სამი მძიმე ოპერაციის და უამრავი არანაკლებ მძიმე პროცედურის მიუხე
დავად, სამწუხაროდ, ვერ შემინარჩუნეს.

უსინათლო თვალი თანდათან კარგავს ფუნქციას და დროდადრო მართლაც იხრება გვერდზე. ვიცი, რომ ჩვენთან გარეგნობა, წონა, ჩაცმულობა, მაკიაჟი, სამკაულები და მსგავსი ქარაფშუტობები ლამის ფეტიშის რანგშია აყვანილი, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ, დავნებდე ამ სტანდარტებს და სადმე დავიმალო.

მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება თვალი ავიკრა, მეკობრის სტილში, შავი ხავერდით. ისიც იმიტომ, რომ საკუთარ "ობრაზს" ვხედავ ასე და არა თვალის დამალვის მიზნით. მანამდე კი იმედია როგორმე გამიძლებთ.

ძირს ჩარჩოები და სილამაზის სტანდარტები, ვეცადოთ შევიყვაროთ ჩვენ-ჩვენი "ნაკლები" და "ხარვეზები".we are all individuals,, როგორც მონტი პაიტონის ბრძენები გვასწავლიან.

(ემოციურად არ მეხება მსგავსი კომენტარები, საამისო ძალა ნამდვილად მაქვს. არც მაწუხებს და არც მთრგუნავს. მითუმეტეს მაშინ, როცა უმეტესი გამოხმაურება დადებითია, გადაცემების და ტექსტების შინაარსზეა და არა ამაზე. მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ამ "გარეგნობის ფეტიშიზმზე" ხმამაღალი ლაპარაკი. მარტო ჩემს თვალებში არაა საქმე, უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი და გოგო განიცდის ამ ფეტიშიზმის წნეხს და ამაზე უნდა დავიწყოთ ღია დისკუსია, აუცილებლად)“, წერს სალომე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
მზია
როგორც ყოველთვის, სალომეს პასუხი ღირსეული ადამიანის პასუხია
13:19 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
NINELI
სალომე ძალიან მიყვარხარ და მეამაყები, მიხარია როდესაც მიგყავს გადაცემა!მინდა გისურვო ყოველივე სიკეთე რაც კი ამ ქვეყნად არსებობს, წარმატებები, წინსვლა და გამარჯვებები არ მოგაკლოს უფალმა....ჩვენო საამაყოვ!!!
13:02 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
დიმიტრი
პრავასლავნიკი ღრუზინისგან არაფერი არ უნდა გეწყინოს სალომე!
00:27 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ყოჩაღ გოგო!!!!!!!!!!!!
19:58 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო ჯაოშვილი
სალომე, ძალიან ნიჭიერი და საკმაოდ ერუდირებული ადამიანი ხარ, უფრო მეტიც, ძლიერი პიროვნება! ეს არის უმთავრესი. დიდი ინტერესით ვუსმენ შენს ინტერვიუებს. პირადად ჩემთვის, როგორც მსმენელისთვის, ჟურნალისტის სტანდარტი არის განათლების დონე, საუბრის მანერა და ემოციების მართვა. შენ ამის საუკეთესო მაგალითს იძლევი. სხვა დანარჩენი არც განიხილება.
19:34 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
საყვარელო სალომე ვინც თქვენ მაგ გაგეძნობინათ ისეთ ადამიანს ადამიანი არ ქვია და შესაბამისად არც თქვენნაირი კარგი ადამიანის პასუხს იმსახურებს , იყავი ბედნიერი და წარმატებული შვილიკო.
18:27 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
გიგა
სალომე საყვარელო, არც კი ღირდა პასუხის გაცემა. შენ უძლიერესი ხარ!!!
15:35 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ძია
სალომე, შენ ხარ უზადოდ ჭკვიანი და განათლებული გოგონა, შესაბამისად ყველა ლამაზი ადამიანიც. მთელი გულით ველოდები შენს მორიგ გამოჩენას ეკრანზე.გ აიხარე და რაც მტავარია ასეთ უაზრო რარაცებზე არ ინევრიულო.
15:34 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სირცხვილი იმ ქვეყანას და ხალხს,სადაც ადამიანს იმის თქმა უწევს,რაც სალომემ დაწერა! ეს არასოდეს მოიშლება საქართველოში,რადგან აქ ყოველთვის მთავარი გარეგნობაა და არა ნიჭიერება და ინტელექტი...ასეა თანამდებობაზე დანიშვნისას,სამსახურებში მიღებისას,ოჯახების შექმნისას და ა.შ. ..... საერთოდ არ შემიმჩნევია ნაკლი სალომესთვის,მხოლოდ ახლა გავიგე,როცა თავად დაწერა და იცით რატომ? იმიტომ,რომ ჩემთვის მთავარი ისაა რას ლაპარაკობს,რა თემაზე და როგორ აყალიბებს აზრს და არა ის,რა აცვია,ან რა გარეგნული ნაკლი აქვს! ეჰ,არაფერი არ გვეშველება არასოდეს....
15:22 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
უნიჭიერესი ხარ სალომე გადაცემაც კარგია ძალიან!
15:18 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS