31 იანვარი, 2016
ნუცა ბუზალაძე „თურქულ ვოისს“ გამოეთიშა - „ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქ ულვაშიან ტიპს“
არავინ არ მინდა, რომ ინერვიულოთ! მე არ დავმარცხებულვარ
სამწუხაროდ ნუცა ბუზალაძე „თურქულ ვოისს“ გამოეთიშა. ამის შესახებ ნუცამ თავად დაწერა ფეისბუქზე.

დღემდე ის ჟიურის ერთ- ერთ ფავორიტად სახელდებოდა და წერდნენ, რომ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

სამწუხაროდ დარბაზში მსხდომმა მაყურებელმა სხვაგვარად გადაწყვიტა და ნუცა პროექტის მიღმა დარჩა. 

„კი მართალია, გამოვეთიშე პროექტს!! მაგრამ ეს მე ისედაც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქ ულვაშიან ტიპს და ამღერებდნენ თურქულად.

თურქებს კი, რა თქმა უნდა, თავისიანი მოეწონებოდათ.

ასეც მოხდა!! თუმცა
არავინ არ მინდა, რომ ინერვიულოთ! მე არ დავმარცხებულვარ! გამარჯვება ჩემი ისაა, რომ ამხელა ქვეყანაში სადაც, არ უნდა წავიდე, ყველგან მცნობენ და უკვე საკმაოდ ბევრი ფანი გამიჩნდა.

მაგრამ ფინალში გადასვლას წყვეტს ხალხი, რომელიც დარბაზში ზის და პულტები უჭირავს ხელში! ესაა ერთადერთი უსამართლობა!

მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. პლიუს ამას ბევრი შემოთავაზებები! დაელოდეტ სიახლეებს, კარგ სიახლეებს“, წერს ნუცა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ლელა
ნუცა ცალიან მაგარი სჰვილი ხარ-გულსჰემატკივარი ვიხავი სჰენი,არაუსჰავს უამრავი ცარმატება ცინ არის-მიხვარხარ
03:30 / 03-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ქობულეთელი
ნუცა, პირველი იყავი თურქებში, მაგრამ მაგნები ნაციონალები არიან, შენ რომ ყოფილიყავი ქვესერა, მაშინ პრიზიც შენი იქნებოდა....
21:48 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
მიკვირს აქამდე რომ არ გამოაგდეს, რა დღეში იყო, ზედმეტს შვებოდა ძალიან, კარგად კი მღერის, მაგრამ სცენაზე აჭარბებს ძალიან
20:05 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
საერთოდ არ მიყურებია ამ ვოისს არც ერთხელ, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა , ნუცა ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ დამარცხბის მიღება და აღიარება ღირსეულად უნდა შეგეძლის ადამიანს,გასაგებია გული დასაწყვეტია მაგრამ არ არის ლამაზი ათასი განმარტებების კეთება და იმის ახსნა რომ უნდა მოგეგო და უსამართლოდ დაგატოვებინეს პროექტი
18:02 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
DAVE
ნუცა ღირსეულ მეტოქესთან დამარცხდა და აქ "ულვაშები" არაფერ შუაშია.
14:24 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS