სამწუხაროდ ნუცა ბუზალაძე „თურქულ ვოისს“ გამოეთიშა. ამის შესახებ ნუცამ თავად დაწერა ფეისბუქზე.
დღემდე ის ჟიურის ერთ- ერთ ფავორიტად სახელდებოდა და წერდნენ, რომ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.
სამწუხაროდ დარბაზში მსხდომმა მაყურებელმა სხვაგვარად გადაწყვიტა და ნუცა პროექტის მიღმა დარჩა.
„კი მართალია, გამოვეთიშე პროექტს!! მაგრამ ეს მე ისედაც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქ ულვაშიან ტიპს და ამღერებდნენ თურქულად.
თურქებს კი, რა თქმა უნდა, თავისიანი მოეწონებოდათ.
ასეც მოხდა!! თუმცა
მაგრამ ფინალში გადასვლას წყვეტს ხალხი, რომელიც დარბაზში ზის და პულტები უჭირავს ხელში! ესაა ერთადერთი უსამართლობა!
მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. პლიუს ამას ბევრი შემოთავაზებები! დაელოდეტ სიახლეებს, კარგ სიახლეებს“, წერს ნუცა.