31 იანვარი, 2016
ოპერის თეატრში მისული ნინო ანანიაშვილი სოციალურ ქსელში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს
30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა
30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა. გახსნამდე კი რამდენჯერმე სკანდალში გაეხვა. სკანდალი არც პრემიერას მოჰკლებია.

გახსნაზე მიწვეულები იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი თუმცა სპექტაკლს არც ერთი არ დასწრებია.

გიორგი მარგელაშვილმა კი გადაწყვიტა, სპექტაკლს ჩვეულებრივ მაყურებელთან ერთად მეორე დღეს დაესწროს.

სოციალურ ქსელში კი ყურადღება მიაქციეს და გააკრიტიკეს ნინო ანანიაშვილის ჩაცმულობა. პრიმა ბალერინა ოპერისა და ბალეტის თეატრში ქურქით მივიდა.
Rating


The Revenant - თბილისის ოპერაში წერს, ცოტნე
გამსახურდია და ნინო ანანიაშვილის და ლეონარდო დიკაპრიოს ფოტოებს ერთად აქვეყნებს.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“...

„ესაა პრიმა?“

„კი. შუბის მაგივრად სასცენო კოსტუმი რომ აცვია და ცეკვავს მაშინ“.

„ისე,მართალი გითხრათ, გულისამრევია შუბებიც და მგონი ოპერაც გაუბედურებული სამშობლოს ფონზე... ქვეყანა აქამდე მხოლოდ უსახელო უფლისციხელებმა მოიტანეს კაცურად, დანარჩენები საყდრისებს აფეთქებენ და ოპერის სანაცვლოდ, გაცილებით ღირებულს გვართმევენ. ფუ, ჩვენს ქართველობას... რომელ გადარჩენაზეა ლაპარაკი“.

„ასე პათეტიკურად ჩვენც ბევრი გვიოხრია, მაგრამ საქმით არაფერი გვიკეთებია, მსგავსიც კი“

„ფარშევანგის შუბა პირველად ვიხილეთ“ , წერენ სოციალურ ქსელში. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ნანა
ეს უზნეობა ვისაც არ უნდა გაიგოს, აზრი არ აქვს კამათს, ტკავის და ბეწვის მომხმარებელი არის მონაწილე ცხოველთა მკვლელობის და უმეტეს შემთხვევაში ცოცხლად გატკავების, სამყარო პროგრესირებას განიცდის და შესაბამისად ადამიანებიც, ნუ ღიზიანდებით იმაზე რომ ეს არის დაუშვებელი და ერთერთი აღმოსაფხვრელი მანკიერება ჩვენი საზოგადოებიდან, ჩვენი ბებიები და მშობლები რომ იცვამდნენ, არ ნიშნავს რომ ისინი ცუდები იყვნენ, და არც იმის ნიშნავს რომ დროში ჩავრჩეთ!ეცადეთ იკავით უფრო მეტად გულისხმიერები და მოსიყვარულენი ყველა დაუცველი არსების მიმართ რაც ჩვენს გარშემოა და მხოლოდ ჩვენგან ელიან დახმარებას და თანადგომას, თუ ყველა გაზრდის საკუთარ შვილს და ახლობელს ცხოველის სიყვარულით და მათ მზრუნველობას ასწავლის, ის მომავალში ტვიტონ მიხვდება ჭამოს თუ არა ხორცი და ჩაიცვას თუ არა ტყავი და ბეწვი... სამყაროს გლობალურ დინამიკას ვერც თქვენ და ვერც ვერავინ შეაჩერებს!!!
03:30 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ნამდვილად პარადოქსების ქვეყანა ვართ, სადაც, ბაზრობაზე,ძვირფას ქურქში გახვეული ობივატელი,- ჩვეულებრივი მოვლენაა, -ოპერაში მისული პრიმა ქურქით, კი, ქილიკის და განკითხვის ობიექტად იქცევა.
01:48 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ქალბატონო ნინო ეს ქართელი ხალხის პრობლემაა,
00:23 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
Tekla
მე ვეგეტარიანელი ვარ 30 წელზე მეტია და მეცინება ხოლმე ამ ე.წ. ცხოველების დამცველებზე... ვითომ რატომ არ უნდა ეცვას ქურქი, თუკი ხორცს ჭამს? რა განსხვავებაა? გიფიქრიათ?არა, რა თქმა უნდა. ამაზე რომ გეფიქრათ, ხომ არც ესეთი აგრესიულები იქნებოდით!
22:25 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
inna
ამ ხალხის გადამკიდე შენ ნებაზე ტანსაცმელიც ვეღარ უნდა ჩაიცვა???
22:08 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატელა
Mართლაც რომ სცოდავები ხართ ნინოს რომ აკრიტიკებთ რაც ნინომ საქართველოს სახელი და დიდება მოუპოვა ეს თქვენამდე ალბათ ჯერ არ მოსულა. შური და ღვარძლი ღუპავს საქართველოს!
22:05 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
რა ოპერის და ბალეტის ღირსებიც ვართ ამ ატეხილი აურზაურით იგრძნობა ნიუიორკის მეტროპოლიტენ ბალეტის პრიმა ბალერინა- ნინო ანანიაშვილი-მსოფლიოს რამდენიმე ყველა დროის უდიდეს ბალერინათა რიცხში რომ არის და მსოფლიოს ნებისმიერი საბალეტო დასი რომ იამაყებდა მისით...ნამდვილი პატრიოტი, რომელმაც დათმო დიდება და პატივი და დაბრუნდა საქართველოში, რათა პედაგოგიური მოღვაწეობით გაეძლიერებინა თბილისის საბალეტო დასი, ჩვენგან პატივის მიგების მაგივრად ვჭორაობთ-რა აცვია...ძალიანაც კარგად, გემოვნებით და ლამაზად აცვია, უბრალოდ ბევრი არ ვართ ღირსი-არც მასთან ერთად თეატრში ყოფნის, არც მასთან ერთად ქალაქში ცხოვრების და არც მასთან ერთად ერთი ქვეყნის მოქალაქეობის.... მე მაპატიეთ.... მე მიყვარს ნინო ანანიაშვილი და ვამაყობ მისით...ნინო...
21:54 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
...ნაცებსა და ქოცებს, რომ თავი დავანებოთ და საზოგადოებას გადავხედოთ მივხვდებით, რომ კომუნისტური რეჟიმიდან ჯერ ვერ გამოვედით---სხვაზე მეტი რომ არავინ არ უნდა ყოფილიყო---სხვისი წარმატება არ გვახარებს ჩვენს უუნარობას კი სხვას ვაბრალებთ, იქნებ ძირს ჩამოგდების ნაცვლად ხელი წავკრად ერთმანეთს მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, თორემ გამოგვივა ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან... რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობას---ყველაფერ კარგს ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ!
15:11 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ACID
რა გჭირთ ასეთი, ყველაფერს და ყველას რომ აგინებთ? არც ოპერის თეატრის გახსნა მოგწონთ, არც ის სპექტაკლი, რაც ამ თეატრში იდგმება!!! აბა, ნაცების გარემონტებული ყოფილიყო ოპერის თეატრი და ის უნიჭო სპექტაკლი, "ქეთო და კოტე" რომ დადგეს დიდი აპლომბით, ყოფილიყო პრემიერაზე, ხომ არავინ ამოიღებდით ხმას?! და კიდევ: თუ ნინო ანანიაშვილი "მეშჩანი" და "უგემოვნოა", როგორც ამბობთ, თქვენ ვინღა ხართ???
13:50 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
.....
მეცინება ამ ხალხზე ვწამლავთ ბუნებას ირგვლივ მიიხედეთ, კლავენ ხალხს და არავინ არ იღებს ხმას რატომ ატყდა ასეთი ამბავი ჩაცმულობაზე ისეთი ხალხი აკეთებს კომენტარებს თვითონაც რომ აცვიათ ცხოველისაგან შეკერილი ტანსაცმელი. საჭმელს რომ ვჭამთ ხორცს არ ვკლავთ ცხოველს ნეტა რისია არ გიფიქრიათ, რომ ნადირობს ადამიანი და აზარტისთვის რომ, კლავს ამაზე რატომ არ საუბრობთ?!
12:59 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS