30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა. გახსნამდე კი რამდენჯერმე სკანდალში გაეხვა. სკანდალი არც პრემიერას მოჰკლებია.
გახსნაზე მიწვეულები იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი თუმცა სპექტაკლს არც ერთი არ დასწრებია.
გიორგი მარგელაშვილმა კი გადაწყვიტა, სპექტაკლს ჩვეულებრივ მაყურებელთან ერთად მეორე დღეს დაესწროს.
სოციალურ ქსელში კი ყურადღება მიაქციეს და გააკრიტიკეს ნინო ანანიაშვილის ჩაცმულობა. პრიმა ბალერინა ოპერისა და ბალეტის თეატრში ქურქით მივიდა.
The Revenant - თბილისის ოპერაში წერს, ცოტნე
„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“...
„ესაა პრიმა?“
„კი. შუბის მაგივრად სასცენო კოსტუმი რომ აცვია და ცეკვავს მაშინ“.
„ისე,მართალი გითხრათ, გულისამრევია შუბებიც და მგონი ოპერაც გაუბედურებული სამშობლოს ფონზე... ქვეყანა აქამდე მხოლოდ უსახელო უფლისციხელებმა მოიტანეს კაცურად, დანარჩენები საყდრისებს აფეთქებენ და ოპერის სანაცვლოდ, გაცილებით ღირებულს გვართმევენ. ფუ, ჩვენს ქართველობას... რომელ გადარჩენაზეა ლაპარაკი“.
„ასე პათეტიკურად ჩვენც ბევრი გვიოხრია, მაგრამ საქმით არაფერი გვიკეთებია, მსგავსიც კი“
„ფარშევანგის შუბა პირველად ვიხილეთ“ , წერენ სოციალურ ქსელში.