კოლეგების დახმარებას ითხოვს მსახიობი მიშა გომიაშვილი, რომელიც ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტს! საქართველოს პრემიერ მინისტრს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს! (განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარეს! უნდა იცოდეს, ვინ ყავს პარლამენტში წევრები! ვგულისხმობ ვიქტორ ჯაფარიძეს! კულტურის მინისტრს! საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეს!
და მიზეზი ამისა არის მხოლოდ იქაური ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, მართლაც და უნიათობა! საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი! ამუშავებენ "ნიკოლოზის" დროინდელ ტრაკტორს რომელსაც ყოველ ნახევარ საათში ხან დინამო უფუჭდება ხან კოვში ხან სალიარკა გაასხავს...
მხოლოდ სამაშველოები ცდილობენ მედიკამენტით დახმარებას და ფიზიკურად გვერდში დგომას! ისეთი შეგრძნება გრჩება რომ საუბარი საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეებზე კი არ არის, არამედ ზიმბაბვეს ან უგადას მოქალაქეებზეა!
როდესაც იქაური დეპუტატი ჟაფარიძე ვიქტორი ტელეფონით საუბარში უცხადებს-" ეგ რა ჩემი საქმეა, მე ეს არ მეხება, ვინ გთხოვათ აქ ჩამოსვლაო?"...
რას აკეთებს მესტიის მუნიციპალიტეტი გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი? ერთი ძველი ტრაქტორის იმედზე შეიძლება იყოს ამხელა რაიონი? ტყუილების მეტი არაფერი არ ისმის! დაეხმარეთ ამ ადამიანებს! ნუ გავიწყდებათ რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან!!!