30 იანვარი, 2016
მიშა გომიაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს - „30 კაცისგან შემდგარი გადამღები ჯგუფი უკვე ერთი კვირაა, ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას“
იცით თუ არა და თუ არ იცით ეს კიდევ უფრო უარესი ცნობილია, რომ უშგულში ქართველი კინემატოგრაფისტები არიან ჩარჩენილი. ისინი შველას ითხოვენ, თუმცა მათ ადგილობრივი ხელისუფლება არ ეხმარება. მარიამ ხაჭვანი ფილმ "დედე"- ზე მუშაობს.

კოლეგების დახმარებას ითხოვს მსახიობი მიშა გომიაშვილი, რომელიც ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

საქართველოს პრეზიდენტს! საქართველოს პრემიერ მინისტრს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს! (განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარეს! უნდა იცოდეს, ვინ ყავს პარლამენტში წევრები! ვგულისხმობ ვიქტორ ჯაფარიძეს! კულტურის მინისტრს! საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეს!

იცით, თუ არა და თუ არ იცით ეს კიდევ უფრო უარესი, რომ 30 კაცისგან შემდგარი კინო გადამღები ჯგუფი უკვე ერთი კვირაა, ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას?

და მიზეზი ამისა არის მხოლოდ იქაური ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, მართლაც და უნიათობა! საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი! ამუშავებენ "ნიკოლოზის" დროინდელ ტრაკტორს რომელსაც ყოველ ნახევარ საათში ხან დინამო უფუჭდება ხან კოვში ხან სალიარკა გაასხავს...

მხოლოდ სამაშველოები ცდილობენ მედიკამენტით დახმარებას და ფიზიკურად გვერდში დგომას! ისეთი შეგრძნება გრჩება რომ საუბარი საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეებზე კი არ არის, არამედ ზიმბაბვეს ან უგადას მოქალაქეებზეა!

როდესაც იქაური დეპუტატი ჟაფარიძე ვიქტორი ტელეფონით საუბარში უცხადებს-" ეგ რა ჩემი საქმეა, მე ეს არ მეხება, ვინ გთხოვათ აქ ჩამოსვლაო?"...

რას აკეთებს მესტიის მუნიციპალიტეტი გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი? ერთი ძველი ტრაქტორის იმედზე შეიძლება იყოს ამხელა რაიონი? ტყუილების მეტი არაფერი არ ისმის! დაეხმარეთ ამ ადამიანებს! ნუ გავიწყდებათ რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან!!!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
კიევსკი
დაეხმარეთ ხალხს თქვე არაკაცებო, აუცილებლად ქოცები უნდა იყვნენ იქ?...თქვენ არა ხარათ ხელისუფლება, სანააგვეზე მოსასროლი ლეში ბრზანდებით ყველა ერთად აღებული, ნაციც და ქოციც...მოგიკითხავდით თქვენს საახლობლოს, მაგრამ დამბლოკავენ, ჯობია მინიმუმი მაინც რეალობაში შეგისრულოთ.
02:08 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
pui tkvens kartvelobas da tkvens gamgebels,vgijdebi ase kvelas kvelaperi rogor gkidiat pexse agarc namusi da agarc sircxvili gakvt,tovlchi rom ver dadixart jipebit albat amis gamo samkarose xart gabrasebulebi
22:55 / 31-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS