28 იანვარი, 2016
ამოიღებენ თუ არა „აბესალომ და ეთერის“ დეკორაციიდან დეტალს, რომელმაც ორაზროვანი ასოციაციები გააჩინა- მხატვრის პირველი კომენტარი
ერთ-ერთმა დეტალმა მაშინვე ორაზროვანი ასოციაციები გააჩინა მნახველში 30 იანვარს ოპერის თეატრი განახლებული სახით გაიხსნება. სცენაზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერის" ვიხილავთ.

დადგმის რეჟისორი გიზო ჟორდანიაა, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს კი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ოპერის მომღერლები მომღერლები: თამარ ივერი, ლადო ათანელი და თემურ გუგუშვილი ასრულებენ.

სპექტაკლი უკვე რამდენჯერმე სკანდალში გაეხვა. პირველად ნიკა გვარამიას შეფასების გამო.

"ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი
ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე", - წერდა გვარამია.

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ამ შეფასების გამო ბევრი კრიტიკა დაატყდა თავს. წერდნენ, რომ ქართულ ოპერას დიდი ხნის ისტორია არ აქვს და რომ მას განვითარებისთვის დრო სჭირდება.

სპექტაკლი მეორედ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც რეპეტიციის კადრები გავრცელდა. ერთ-ერთმა დეტალმა მაშინვე ორაზროვანი ასოციაციები გააჩინა მნახველში.

ატეხილი სკანდალის შემდეგ სპექტაკლის მხატვარ გოგი ალექსი- მესხიშვილს დავუკავშირდით.

- ბატონო გოგი, რატომ გადაწყვიტეთ სპექტაკლში ასეთი დეკორაციის გაკეტება?
- ჯერ ხომ არ ყფილა პრემიერა. ნახეთ სპექტაკლი და მერე ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხებ.

- ატეხილი სკანდალის შემდეგ შეიძლება ეს დეტალი სპექტაკლიდან ამოიღოთ?
სამწუხაროდ ბატონმა გოგიმ ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხა.

პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება და მალე ცნობილი გახდება მხატვრის და რეჟისორის ჩანაფიქრი.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზურა
თქვენ ხომ დაუნახავები ხართ და არაფერი არ არის ღირებული თქვენთვის . ასეთი კულტურული აქტში მხოლოდ ცუდი რომ დაინახეთ და ნეგატიურ ინტერპრეტაციას რომ უკეთებთ აბა თქვეგან რამე გამოვა ეხლა ?
19:29 / 28-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS