28 იანვარი, 2016
გიორგი სუხიტაშვილის პროტესტი - „როგორ არავის არ მოუვიდა თავში, რომ ეს დიშლა „აბესალომ და ეთერში“ არ უნდა იყოს“
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ „აბესალომ და ეთერის“ სანახავად მისულ მაყურებელს უცნაური დეკორაციის ხილვა მოუწეს, სოციალურ ქსელში არ წყდება კრიტიკა. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ფეისბუქზე წერს: 

„აი ეს რა არის? დაუკმაყოფილებელია მხატვარი? ან როგორ არავის არ მოუვიდა თავში, რომ ეს დიშლა „აბესალომ და ეთერში“ არ უნდა იყოს, თუ რამის ქვეტექსტით თქმა გსურს, ადექი და ისე გააკეთე, რომ ერთი შეხედვით არ აღიქმებოდეს (25-ე კადრისა არ იყოს)

ეს ქვეტექსტი არაა, ეს არის პირდაპირ თქმა იმისა, რომ ან
სექსუალური პრობლემებია, ან უბრალოდ გკიდია, რასაც მინდა, იმას ვაკეთებო (მაგრამ მაინც ზემოთ ხსენებულ პრობლემებს წავაწყდებით (თვითონ წააწყდეს)

მე მაპატიეთ, მაგრამ მე რომ ვმღეროდე ამ დადგმაში, პროტესტი გამიჩნდებოდა აუცილებლად. დადექით და გამამტყუნეთ, ან მეძახეთ ხელოვნებაში (ამგვარში) გაუთვიცნობიერებელი.

ხო ვისაც მოგწონთ თქვენ ჯანში იყოსო, ნათქვამია.“
RatingRating Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტატ
ეს რა ჯანდაბაა))))???
04:35 / 30-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS