28 იანვარი, 2016
"პროფილს" შესაძლოა, ეთერში გასვლა აეკრძალოს - პარლამენტარი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით გადის მაია ასათიანის გადაცემა "პროფილი" ბავშვთა სუიციდის შესახებ. ამის თაობაზე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თხოვნით მიმართავს "რუსთავი 2"-ს, არ გაუშვან ეთერში ბავშვთა სუიციდის შესახებ მომზადებული გადაცემა.

" მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება მედიასაშუალებით სუიციდის ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ კომიტეტთან შევქმენით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შედიან ცნობილი ჟურნალისტებიც. დღეს მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი
პრობლემის წინაშე ვდგავართ: - პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედია საშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ, მედია როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას.

ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავსდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ არ არის დაზღვეული არც ერთი ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, მედია საშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა.

სწორედ ამ თხოვნით მივმართეთ მედიასაშუალებებს რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, დღეს მომზადებულია გადაცემა ბავშვთა სუიციდის შესახებ, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

მივმართავ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას, დაიცვან ბავშვთა უფლებები და ნუ გამოიყენებენ ამ თემას საკუთარი პიარისთვის. ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ეს თუ პოლიტიკოსი, სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავრესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ემიგრანტები პორტუგალიიდან
არ დაგვლოკოთ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს. გთხოვთ, "ბაბაჯანაზე" აიტვირთოს "პროფილი"და "ჩემი ცოლის დაქალები" ამას გთხოვთ ემიგრანტები . აქ არ აჩვენებს რუსთავი 2- ს ტელევიზია .ერთადერთი საშუალება არის ინტერნეტით ყურება. ამ ბოლო დროს ბაბაჯანაზე "ჩემი ცოლის დაქალები"-ის ვიდეოზე გაჩნდა რეკლამა გამოიწერეთ არხი. ეს გვიქმნის პრობლემებს , სად , როგორ. ერთი ლეპტოპი ხელიდან ხელში გადადის. არც იმ ასაკში ვართ ფეისბუკით ვსარგებლობდეთ, თორემ ფეისბუკით დაგიკავშირდებოდით, კი გავხსენი ფეისბუკი მაგრამ,რამდენჯერ შესვლა დავაპირე კოდი არასწორია იმდენ მონაცემებს თხოულობენ იფიქრებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ხომ არ გღებულობენ. იმედი გვაქვს გულთან მიიტანთ ჩვენს თხოვნას.
23:46 / 30-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
parlaments urchevnia probilis daxurvaze piqris nacvlad kvekanas mixedos da gachirvebul xalxs miaqcios kuradgeba.
23:52 / 29-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
DZALIAN KARGI GADACEMAA DA VISAC AR MOSCONS NU UKUREBS.GUSHINDELI GADACEMA MOMECONA,MSHOBLEBISTVIS DA PEDAGPGEBISTVIS IKO SACHIRO,RATA DROULAD MIAQCION KURADGEBA MOZARDS.DZALIAN KARGI IQNEBA TU SKOLEBSHI IQNEBA PSIQOLOGEBI DA KONSULTACIEBS CHAUTAREBS BAVSHVEBS.AN IMASHI CUDI RA ARIS TU GASHVILEBUL BAVSHVEBZE TU KETDEBA GADACEMA,AMIT BEVRS DAEXMARA.IS ARIS KARGI ADAMIANS SOPELI GARDACLILI SHVILIS AMOTXRAS RO AIDZULEBEN.DZALIAN KARGI TU GAVIDA RO DAINAXOS KVELAM DA KARGAD GAIAZROS TAVIS SAQCIELI.
23:49 / 29-01-2016
გამოხმაურება / 0 /
დაჯი
dzalian mikvars rustavi ori amitom mapatiet es patara kritika shemeshinda chem patara shvilishvilebs ar enaxad es gadmocema erti tormetisaa meore rvis vin icis am asakis bavshvebi rogor gaigeben am kvelapers misi patara tvinit .ra sachiroa am kvelapris gashukeba chven didebi davidzabet gavnerviuldit da mozardebistvis? vin icis rogor imokmedebs matze .
21:50 / 29-01-2016
გამოხმაურება / 0 /
55
არა მარტო სუიციდის თემა ხალხო ამ გადაცემაში გაშუქებული თემებიდან, კერძოდ, ნაშვილები ბავშვების საკითხის ირგვლივ აპიარებული თემების შემდეგ ბევრი ოჯახი აფორიაქდა და ბევრი დედისერთა ბავშვი თავის თავში ეძებს აყვანილს, ბევრი იმის შიშით როდის მოადგება კარს ასათიანთან ერთად მისი შვილის ბიოლოგიური დედა, ღამეებს ათენებს ნერვიულობაში, უდიდეს პატივს ვცემ ბატონ გვარამიას და იმედი მაქვს ამ საკითხებს გადახედავს. არ ჭირდება ამ არხს (ასათიანს კი რას უშველის) ამ საიკთებით პიარი, ისედაც საკმარისი აქვს. ყველაფერს აქვს მეორე მხაარე, გადახედეთ მეორე მხარესაც და ოჯახებს, რომლებიც ძლივს ეღირსა შვილით ბედნიერებას, ნუ დაურღვევთ სიმშვიდეს ძალიან გთხოვთ
00:35 / 29-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS