კრიტიკას მაია ასათიანის თოქ შოუ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადებით პასუხობს.
''უკვე რამდენიმე დღეა, გარკვეული ადამიანები აკრიტიკებენ გადაცემას, რომელიც ჯერ ეთერში არ გასულა. ცოტა უცნაურია ამტკიცო, რომ რაღაც არ ვარგა, მაშინ როცა ეს" რაღაც" ჯერ არ გინახავს.
ბოლო ორი წლის მანძილზე მოზარდებში სუიციდის შემთხვევები საგრძნობლადაა მომატებული, ამას
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვალის დახუჭვა და წაყრუება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ პრობლემასთან, რბილად რომ ვთქვათ არასწორია.
გადაცემა მშობლებისთვისაა, რომლებსაც შვილები გარდატეხის ასაკში ჰყავთ! ძალიან გთხოვთ ნუ უწყობთ ხელს სკანდალის შექმნას იმ თემის ირგვლივ, სადაც ძალიან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო.
დიახ, დუმილი დანაშაულია! როცა ქვეყანაში ერთ წელიწადში 100-ზე მეტი სუიციდის შემთხვევა ხდება- ამას წაყრუება კი არა მიზეზების კვლევა სჭირდება! და მუდმივად სეირის მაყურებლის როლში ყოფნა, როცა ბავშვები იღუპებიან- სირცხვილია!'': ვკითხულობთ ''პროფილის'' ფეისბუქგვერდზე.