25 იანვარი, 2016
ფსიქოლოგები „პროფილის“ წინააღმდეგ - „ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში“
„პროფილის“ მორიგი ანონსიდან ვიგებთ, რომ გადაცემის თემა სუიციდი იქნება
"პროფილის" მორიგი ანონსიდან ვიგებთ, რომ გადაცემის თემა სუიციდი იქნება. ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ ფსიქოლოგების ნაწილი გადაცემის ეთერში გასვლას ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ფსიქოლოგი გიორგი დონაძე, რომელიც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფეისბუქზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"მოგესალმებით მეგობრებო! სუიციდის შემთხვევების გაშუქების თემა, როგორიცაა შემთხვევების განხილვა პირდაპირ ეთერში, გარდაცვლილის ახლობლების მოწვევა, თემის რომანტიზება და მომხდარის ცალსახად ერთ რომელიმე მიზეზზე
დაყვანის მცდელობა, დაკავშირებულია ქვემოთ მოყვანილ რისკებთან!

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვგმობთ ამ ფაქტს და ვთვლით, რომ ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში!

რადგან ანონსშივე უკვე ნათლად ჩანს ქვემოთ აღნიშნული რისკების არ ცოდნის და შოუს გაკეთების მცდელობა, მანიპულირება ადამიანების ემოციებზე ისეთი თემებით, რომელიც თავისთავში შეიცავს ფატალურ რისკებს!

სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას იქონიებს არამარმარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც.

ევროპის დართ ცენტრმა ჟურნალიტებისთვის გამოსცა განახლებული და სრულყოფილი ბროშურა სუიციდის გაშუქების თემაზე. (სუციდის გაშუქება, სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის; კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა; ფსიქოტრავმის საზოგადოება)

სადაც წერია და ეყრდნობა მტკიცებულებით კვლევებს: "გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება."

აქვე გრძელდება: "მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახადაც არაა: სხვა კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ფრთხილი, კვალიფიციური გაშუქება, პირიქით, დიდ როლს თამაშობს სუიციდის შემცირებაში და საზოგადოებას ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმავოს.""

"გაწონასწორებული გაშუქება გულისხმობს, სუიციდის გამომწვევი პოტენციური ფაქტორების სპექტრის გათვალისწინებას. თვითმკვლელობის მიზეზების დაკნინება და მათი დაყვანა მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ საბაბამდე, მაგალითად დამცირება/დაცინვა(ბულლინგ), გაკოტრება, ან შეყვარებულთან დაშორება – გავრცელებული შეცდომაა."

"არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ერთი მიზეზი, მაგალითად დამცირება/ბულინგი ან სექსუალური ძლადობა გამხდარიყო გადამწყვეტი ფაქტორი სუიციდისთვის, თუმცა თვითმკვლელობის ასახსნელად, მხოლოდ ერთ რომელიმე მიზეზზე ყურადღების გამახვილება არ იქნება მართალი. სხვა ფაქტორებზე წაყრუება ცუდ სამსახურს უწევს მათ, ვინც სუიციდზე ფიქრობს, ამასთან ამგვარი გაშუქება შესაძლოა თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს."- წერს გიორგი დონაძე.

მოგვიანებით გიორგიმ დაწერა, რომ მაია ასათიანი მას დაუკავშირდა: 

"ახლახანს მაია ასათიანმა დამირეკა და ძალზედ შეწუხებული იყო, რომ მიუხედავად მრავალი თემის ირგვლის კვლევისა ანონსში გაიპარა ის მომენტები რაც არ უნდა ყოფილიყო წესით.

მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ესეთ თემებზე არ ვხუჭავთ თვალებს მედიას ვუთითებთ სმილე ემოცია არა იმიტომ, რომ მათი მტრები ვართ, არამედ, რომ ისწავლონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ადეკვატური გაშუქება, რადგან არა სწორი გაშუქება ბევრ დანაკარგებთან არის პირდაპირ კავშირში!

მადლობა მაის გამოხმაურებისათვის და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე. ასევე გადაცემა სანამ გავა დეტალების ამოღებაზე. ანონსი ასევე იქნება შეამციროთ ჩვენება, ვიცი რომ ამოღება ვერ მოხდებაო სამწუხაროთ.

ისე ძალიან სამწუხაროა აქვე ავღნიშნავ, რომ ამის დაწერა მომიწია, რადგან აქამდეც მაის უთხრეს სპეციალისტებმა აზრი. მიუხედავად ამისა მადლობა, რომ დაინტერესდა ამ განცხადებით"!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დარო
ე.წ.ასათიანის და ჯაჯანიძის გადაცემები არ უნდა გადიოდეს.
22:04 / 26-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ცუნცულა.
გეთანხმებით, და საერთოდ უნდა მოიხსნას მაიას გადცაცემა და იმედზე ჯაჯანიძის
19:48 / 25-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS