რატომ არ ჩადის ქეთა თოფურია ოდესაში: "სააკაშვილს დიდად არ ვუყვარვარ..."
პოპულარული აპლიკაციით, "პერისკოპით" სარგებლობა ჯგუფ A'Studio--ს სოლისტმა ქეთა თოფურიამაც დაიწყო. მან რამდენიმე კვირის წინ ფანების კითხვებს უპასუხა და ასევე, გაამხილა, თუ როდის აპირებს ის ოდესაში ჩასვლას.
"ჩამოდი ოდესაში, ვიღაცა მწერს. თუ სააკაშვილს გაუხარდება ჩემი დანახვა, მაშინ ჩამოვალ. მას მაინცდამაინც არ ვუყვარვარ, ასე რომ, არ ვიცი, ვნახოთ. დაე, თავად დამპატიჟოს და მაშინ, ალბათ, ჩამოვალ" - ამბობს მომღერალი. იხილეთ ვიდეო