22 იანვარი, 2016
„ძალიან ბევრი ვიბრძოლე, მინდოდა, ჩემი შვილი სრულყოფილ ოჯახში გაზრდილიყო“
გია ჯაჯანიძემ მორიგი გადაცემა ღალატს მიეძღვნა. მისი ერთ-ერთი სტუმარი მომღერალი თიკა ჯამბურია იყო, რომელსაც ისევე როგორც დანარჩენ სტუმრებს, წამყვანმა დაუსვა კითხვა ღალატის მსხვერპლი ყოფილა თუ - არა.

თიკას პასუხი ყოფილ ძალიან გულწრფელი იყო, მომღერალმა ყოფილ მეუღლესთან, ბექა ხოფერიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა:  

„რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის... ღალატი ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს გაუკეთოს. არ მესმის, ნათქვამი კაცი დათვრა და არ ახსოვს ღამე ვისთან გაატარა. ყველაზე მეტად კი ის მაღიზიანებს, რომ
ღალატის შემდეგ კაცები ერთმანეთთან „ბლატაობენ“. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს სირცხვილი და მოღალატე კაცი არ უნდა ითვლებოდეს კარგ ტიპად.

ძალიან ბევრი ვიბრძოლე ურთიერთობის შესანარჩუნებლდ. ფეხმძიმედ ვიყავი და ძალიან მინდოდა, ჩემი ბავშვი სრულყოფილ ოჯახში გაზრდილიყო, თუმცა ასე არ მოხდა და დიდი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ასე არ მოხდა, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი გამოცდილება მივიღე, ცხოვრებისგან.

მე მთელი ცხოვრება შემჭამდა გრძნობა, რომ მე რომელსაც სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი მეუღლე, და მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, მან უბრალოდ არ დააფასა ყველაფერი დაანგრია, რასაც ძალიან დიდხანს ვაშენებდით. ბავშვობიდან ერთად ვიყავით... როცა ძალიან გტკენენ გულს, სიყვარული გადის. უბრალოდ მე ძალიან კარგად ვიცნობ ბექას და მის მიმართ პატივისცემა მაქვს“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS