22 იანვარი, 2016
ეკა ბესელია „პროფილის“ წამყვანს მიმართავს - „იქნებ ამაზე თქვენს ზოგიერთ კოლეგას მეტი ეფიქრა“
ვერ მოვითმინე, რომ არ გამოვხატო საჯაროდ, რაც გავიფიქრე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გადაცემა "პროფილს", რომელიც მაია ასათიანმა სოციალურ ბულინგს მიუძღვნა,  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვერ მოვითმინე, რომ არ გამოვხატო საჯაროდ, რაც გავიფიქრე. მოვისმინე მაია ასათიანის გადაცემის ბოლო სიტყვები „როცა ტალახის გუნდები დაიძვრება, იყავი ის ერთი, ვინც მსხვერპლის მხარეს დადგება. დუმილი დანაშაულია.“

მაია იმ ტელევიზიის ეთერით გვეუბნები ამას, რომლის უსამართლო ქმედებამ ბევრი ქალი ( და არა მარტო) მსხვერპლად აქცია და ეს არ სრულდება ... გრძელდება.

დღეს რასაც მაყურებელს ეუბნებოდი, რასაც თავად გმობდი, რატომ აკეთებთ ამის საპირისპიროს? მე ახლა ვგულისხმობ და ვგულშემატკივრობ ბევრ იმ ადამიანს, ვისაც ამ ტელევიზიის თავდასხმებით უდიდესი ტრამვა მიადგა.

„ ტალახის გუნდა„ არ მოაკლდა და სული ატკინა... შესაძლოა, თავიც ვერ დაიცვა. იქნებ ამაზე თქვენს ზოგიერთ კოლეგას მეტი ეფიქრა და საკუთარი ქმედება კრიტიკულად შეეფასებინა? ძალიან გულწრფელად ნაფიქრი საჯაროდ გითხარი.", - წერს ეკა ბესელია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ქოცები რომ ნაციონალებს აგინებდნენ ,მაშინ რატომ არ შლიდიდთ.
11:57 / 22-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ტალახის სროლა ტყუილების აჟიტირება თქვენი მოგონილია!!! დაგავიწდათ რას არ აბრალებდით ნაციონალებს,დაწყებული ბავშვის მკვლელობიდან დამთავრებული ორგანოების ვაჭრობით.ეხლა გამოსცადეთ საკუთარ თავზე როგორია ტალახში ამოსვრა!თქვენს შემთხვევაში არავინ არაფერს იგონებს,უტყუარი ფაქტები არსებობს!საკუთარი დანაპირები გაიხსენეთ,სიცრუის ტირაჯირების დიდოსტატაბი ხართ!
11:56 / 22-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS