20 იანვარი, 2016
სომხეთი „ევროვიზიაზე“ „ყვავილების ქვეყანას“ გააგზავნის?
"ჰაისტანის" მუსიკა გიორგი ვასაძის "ყვავილების ქვეყანა"-ს მუსიკის ანალოგია
სომხეთი "ევროვიზიასთან" დაკავშირებით რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში. თუმცა მსგავსი, რამ, რაც შეიძლება 2016 წელს მოხდეს, არ მომხდარა. ამჯერად შესაძლოა, სკანდალის გარდა, მათ ჯაიმის გადახდაც მოუწიოთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი კონკურსზე "ჰაიასტანს"სერობ არჯემიანის შესრულებით წარადგენენ. სიმღერა 2015 წლის ბოლოს გამოვიდა.

"ჰაისტანის" მუსიკა გიორგი ვასაძის "ყვავილების ქვეყანა"-ს მუსიკის ანალოგია, მაგრამ წარმოდგენილია როგორც სომხური ეროვნული ბალადა. 

ცნობისთვის, წლების წინ ორ კომპოზიტორ გიორგი ვასაძეს და მიხეილ ჩირინაშვილს შორის დიდხანს მიდიოდა დავა, თუ
რომელს ეკუთვნოდა სიმღერა. სიმღერა 1951 წლამდე ხალხურად ითლებოდა.

მოგვიანებით კი ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, 2001 წლის 12 ივნისს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "ყვავილების ქვეყნის" ავტორი მიხეილ ჩირინაშვილია. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS