ამ ყველაფერზე ინგა გრიგოლიამ გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის თქმით, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ის ამერიკაში ტრენინგზე იმყოფებოდა.
"მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მე ამერიკაში ვიყავი, დელეგაცია იყო ჩასული ლონდონში, პატარკაციშვილების ოჯახთან (სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი) და მათ მიაღებინებს გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, რომ ეს გადაცემები დაეხურათ. ვთვლი, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები არ ყოფილან. ოჯახთან დაახლოებული პირები არიან. მათ შორის ერთი ჟურნალისტი
ამიტომ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების გათვლით.
ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებაზე გაიცვალა ჩემი გადაცემა. ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე.
ძალიან ცუდად მოიქცნენ. იცით რატომ? რომელი ჟურნალისტი გაბედავს, თუნდაც "იმედში", ისეთი რამ გააკეთოს, რაც შეიძლება არ მოეწონოს ხელისუფლებას? ვერც ერთი", - ამბობს გრიგოლია.
ჟურნალისტი რამდენიმე დღეში ეთერში საკუთარი გადაცემით დაბრუნდება, ოღონდ ამჯერად ''ტვ პირველის'' ეთერში.