18 იანვარი, 2016
''ჩემი გადაცემა სერიოზულ ბიზნესგარიგებაზე გაიცვალა, ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე''
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თქმით, მისი გადაცემა ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებაზე გაიცვალა.

ამ ყველაფერზე ინგა გრიგოლიამ გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ის ამერიკაში ტრენინგზე იმყოფებოდა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მე ამერიკაში ვიყავი, დელეგაცია იყო ჩასული ლონდონში, პატარკაციშვილების ოჯახთან (სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი) და მათ მიაღებინებს გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, რომ ეს გადაცემები დაეხურათ. ვთვლი, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები არ ყოფილან. ოჯახთან დაახლოებული პირები არიან. მათ შორის ერთი ჟურნალისტი
იყო. ელემენტარული ლოგიკაა, თუ რაღაცის შეცვლას აპირებ, იმის შესახებ წინასწარ უნდა მითხრა.

ამიტომ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების გათვლით.

ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებაზე გაიცვალა ჩემი გადაცემა. ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე.

ძალიან ცუდად მოიქცნენ. იცით რატომ? რომელი ჟურნალისტი გაბედავს, თუნდაც "იმედში", ისეთი რამ გააკეთოს, რაც შეიძლება არ მოეწონოს ხელისუფლებას? ვერც ერთი", - ამბობს გრიგოლია.

ჟურნალისტი რამდენიმე დღეში ეთერში საკუთარი გადაცემით დაბრუნდება, ოღონდ ამჯერად ''ტვ პირველის'' ეთერში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
.........
ღაბაბის პლასტიკურიც გაიკეთე.
12:43 / 20-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ბეგი
ძლიერია ინგა და შეეცილე თუ გინდა. მაგარია და მორჩა!!1
10:30 / 20-01-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფო
შეუცვლელი ხარ ყველა არხზე გეყოლება მაყურებელი ,ნიჭი თავის გზას ყოველთვის ნახავს.წარმატებები ინგა
09:52 / 20-01-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ინგა შენ რომელ არხსეც არუნდა გამოხვიდე.;კლასიკა უკვდავია;ინგა ინგაა და დსალიან მაგარია.წარმატებებს გისურვებ
23:08 / 18-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS