გია ჯაჯანიძის შოუ „იმედის“ ეთერში სკანდალურად დაბრუნდა. ახალი სეზონის პირველ გადაცემაში გია სურამელაშვილის პედიკიურის გაკეთებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა ანინი ბადურაშვილმაც კი არ დაიშურა კრიტიკა, მაშინ როცა, გადაცემის ერთ- ერთი მონაწილე მისი ბებია, ლალი ბადრაშვილი იყო.
გადაცემის პროდიუსერი, მაია სტეფნაძე მომხდარის შემდეგ ერთ- ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ კრიტიკა არ მოჰკლებიათ, და ეს გასაგებია მისთვის, რადგან რეიტინგები
გადაცემის მზადებისას გადაღებული ფოტო ფეისბუქზე მერსი სულხანიშვილმა ატვირთა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოზე მერსი გია ჯაჯანიძეს ჰყავს ჩახუტებული. "ძუძუების დიდი დაბრუნება" წერს თავად მერსი.
შეგახსენებთ, მერსი რამდენიმე წლის წინ ყველამ მაშინ გაიცნო, როდესაც ერთ- ერთი გადაცემა ბუზგალტერის გარეშე წაიყვანა და სადაც მისი მკერდის სილამაზის დანახვა ადვილად იყო შესაძლებელი. მაშინ მერსის კრიტიკასთან ერთად ბევრი მოწონება ხვდა წილად.

ამჯერადაც გიას და მერსის ფოტოს კომენტარებში მოწონება და კრიტიკა ერთმანეთს ცვლის:
„ხელი ძუძუდან“
„მერციას ძუძუ 2! ახალი სეზონიდან ბრუნდება!“
„მიდი ჯაჯოო“
„რას არ გააკეთებინებს ადამიანს ყურადღების მიქცევის სურვილი“
„ამ შემთხვევაში ალალად ვითამაშეთ, რა შუაშია ყურადღების მიქცევა“
„გიორგი, შე მაიმუნო ჩუმჩუმელა“.
„ცელქებო“