15 იანვარი, 2016
"ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" ქეიფის დეტალებზე თამადა
14 იანვარს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ძველით ახალი წელი საგურამოში, გურამიშვილების მარანში აღნიშნა
14 იანვარს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ძველით ახალი წელი საგურამოში, გურამიშვილების მარანში აღნიშნა. შეკრებას ორი ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" გუშინდელ შეკრებაზე თამადა საპარლამენტო ურმავლესობის წევრი, თემურ ჭკუასელი იყო. შეკრების დეტალებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" მომღერალსა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს დაუკავშირდა:

- იყო კალანდა, ძველით ახალი წელი და შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვემხიარულა, გვემღერა. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ეს იმითაც გამოჩნდა,
რომ ბატონი ბიძინა და ახალი პრემიერიც, როგორც წესი, სუფრიდან ცოტა ადრე მიდიან ხოლმე, დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ბიძინას და ვიცი მისი ხასიათი, და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საღამოს არცერთს გამოუთქვამს ადრე წასვლის სურვილი.

- მხოლოდ ჩვეულებრივი სადღეგრძელოები შესვით თუ პოლიტიკურიც გამოურიეთ?
- გურული ვარ და ცოტა წავიტრაბახებ, როცა მე ვარ თამადა, იმ სუფრაზე ჩვეულებრივი სადღეგრძელოები არ არის ხოლმე, მხოლოდ საინტერესო სადღეგრძელოებს ვსვამთ.

- არც ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო დაგილევიათ?
- რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას სადღეგრძელო დავლიეთ. პრემიერების სადღეგრძელოები შევსვი იმ თანმიმდევრობით, როგორც იყვნენ, ანუ ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი იხილეთ სრულად (+ ფოტოები)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Gogi
Xom geubnebodit erti-ori tamada sachiroa parliamentshi,xom gamoadgat exla?
22:49 / 17-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მშია მაგრამშიაშვილი
ნაპურმარილებზე არ დაგვპატიჟებენ!!!!
15:15 / 15-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS