მათი დაშორების შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი. თუმცა წყვილი ამ ამბავს ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა და ჭორებს უარყოფდა. ამჯერად კი დაშორება ყოფილმა მერმა თავად დაადასტურა.

"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს
მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.
ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს".