გასული სეზონის მოცეკვავეები დღემდე აქტუალურები რჩებიან. მოცეკვავე მზია ორველაშვილი სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში "საქართველოს თასის" მფლობელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით მზიას გამარჯვება მეორე ადგილის მფლობელმა სალომე ჭაჭუამ არ მიულოცა.
მზია ორველაშვილმა ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჭაჭუამ
"სალომეს მიმართ ცუდად არასდროს ვყოფიულვარ განწყობილი, თუმცა ბავშვობაში რომ ვკამათობდით ეს ყველამ იცის. ეს მაშინ ხდებოდა, როცა გიგი გაჩეჩილაძეს ვხვდებოდი და სალომეს გიგი უყვარდა. ბავშვურად ვკამათობდით, სერიოზული კამათი არასდროს გვქონია. ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი არსებობს, ვინც ჩემზე ჭორებოს აგორებას დღემდე ცდილობს, მაგრამ იმდენად მეგობრული ადამიანი ვარ, ცუდად არავის მიმართ ვარ განწყობილი", - ამბობს მზია ორველაშვილი ''სარკესთან'' ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ჭორების და ვითომ მეგობრების გამო დაინგრა მზია ორველაშვილის და საშა ოხრიმენკოს ოჯახი.
მზიამ მეუღლესთან დაშორება მძიმედ გადაიტანა. თუმცა მოგვიანებით ახალი მეწყვილე მოძებნა. ლიტველი მოცეკვავე ედგარას ბრაზასთან ერთად მზიამ საქართველოს პირველობა მოიპოვა. წყვილს კიდევ უფრო დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.