მსახიობ
ნანკა კალატოზიშვილს ძალიან მოსწონს თავისი ასაკი, როგორც ამბობს, ჰარმონიასა და სულიერ წონასწორობაში ცხოვრობს. გაგიჟებით უყვარს დედა, შვილი - პატარა დანიელი და თეატრი. შეკითხვებს განვლილ გზაზე, პროფესიასა თუ პირად ცხოვრებაზე, გულახდილად პასუხობს. რამდენიმე თვის წინ მისი და ყოფილი კალათბურთელის, ირაკლი კეიდიას ერთობლივი ოჯახური ცხოვრება დასრულდა. ნანკა ამ თემაზე პირველად ჟურნალ
"სარკესთან" საუბრობს.
- მაგრამ დასასრულსაც აქვს თავისი მიზეზები.
- ჩვენ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები აღმოვჩნდით. ეს ნელ-ნელა გამოიკვეთა. ჩვენ ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტრაექტორიით მივდიოდით, ჩვენი ღირებულებებიც
სხვადასხვა იყო, ამიტომ დაშორება ვამჯობინეთ. მე არ მიყვარს ურთიერთობებში გაურკვევლობა. თუ ვხედავ, რომ ერთად ყოფნის ეტაპი დასრულდა, დროს არ ვწელავ და მიხეხებს არ ვეძებ ურთიერთობის გასაგრძელებლად. ამ ეტაზე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შევრიგდებით.
იხილეთ სრულად