ეს ადამიანი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი
მოდელმა
თამო ვაშალომიძემ ცოტა ხნის წინ პიკანტურ ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. რით იყო გამორჩეული და განსხვავებული ფოტოსესია, ამის შესახებ ფოტომოდელმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა:
-რამდენიმე დღის წინ ხელი გთხოვეს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
-ეს ადამიანი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. 19 წლიდან ვმეგობრობდით, ერთი თვის, ან ერთი წლის გაცნობილი არ მყავს. საქართველოში ერთ-ერთი ცნობადი სახე და თანამდებობის პირია, ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით და, მითხრა
- ცოლად გამომყვებიო?! თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ შემდეგ სერიოზულად რომ დამიწყო ლაპარაკი, ვუპასუხე - რა სისულელეა, როგორც მეგობარს, ისე გიყურებ-მეთქი. არასდროს მიფიქრია მასზე, როგორც მამაკაცზე. არ მოელოდა ჩემგან უარს, ეწყინა. იმდენად გათამამებულია გოგონებისგან, რატომღაც, ეგონა, დავთანხმდებოდი. არ ყოფილა არანაირი ბეჭდები, ყვავილები და მსგავსი ცერემონიალები, 40 წლის სერიოზული კაცია და, მსგავსი რაღაც რომ გაეკეთებინა, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. არ მინდა, ვინმემ ხელი შემიშალოს, ძალიან კარიერისტი ვარ. პატარ-პატარა რაღაცეები არის, მაგრამ სერიოზულად არავისზე ვფიქრობ. დიდი გეგმები მაქვს და, ვინმე რომ ჩაერიოს, არ მინდა, მით უმეტეს - მამაკაცი.
-ახალი ექსპერიმენტი გამოსცადე საკუთარ თავზე - სრულიად შიშველმა, შეღებილმა, ქანდაკების მსგავსად გადაიღე ფოტოები. როგორი იყო ფოტოსესია? იხილეთ სრულად