12 იანვარი, 2016
"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე..." - გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის გოგონა სამედიცინო ცენტრ ''იუნონას'' დირექტორის შვილი იყო
10 იანვარს გუდაურში ტრაგიკულ შემთხვევას 12 წლის სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. გოგონას დიდი სისწრაფით შეეჯახა თხილამურებით მოსრიალე 18 წლის ბიჭი.

სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადის. სალომე ტატიშვილი ცნობილი ექიმის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო.

12 წლის გოგონა თბილისის მეექვსე საავტორო სკოლის VII კლასის მოსწავლე იყო. სკოლის "ფეისბუქის" გვერდზე სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა: "მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის ყველაზე
გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს..."

სალომე ტატიშვილი თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეც იყო...
იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS