10 იანვარი, 2016
ნინი წიკლაური გათხოვდა! - ვინ არის მომღერლის "იდუმალი" მეორე ნახევარი?
ნინი ჰპირდება მეგობრებს, რომ მალე გააცნობს თავის რჩეულს
მომღერალი ნინი წიკლაური, რომელოიც რამდენიმე თვის წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერის ასაწყობად, გათხოვდა. როგორც ჩანს, იქ პირადი ცხოვრებაც აიწყო. ეს სასიამოვნო სიახლე მისი ფეისბუქ გვერდიდან შევიტყვეთ. ამ გვერდზე 7 იანვარს გამოაქვეყნა ფოტო წარწერით Just Married

პოსტს ბევრი მილოცვა, თუ უბრალოდ, კომენტარი ახლავს. საინტერესოა, რომ ნინი არ ასაჯაროებს მეორე ნახევრის ვინაობას. როგორც ჩანს, ზოგიერთი ვარსკვლავის მიდგომას იზიარებს და ან ყურადღებისა და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად მალავს მას, ან კიდევ,
პირიქით, მედიას უმალავს.

საინტერესო ის არის, რომ მისი მეგობრების დიდმა ნაწილმაც არ იცის ნინის რჩეულის ვინაობა. რატომ მოხდა მისი ქორწინება მთლად ასე გასაიდუმლოებულად, იმედია, მალე გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში, ნინი ჰპირდება მეგობრებს, რომ მალე გააცნობს თავის რჩეულს.

ეს პოსტი ნინის გვერდიდან არის: იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS