მომღერალი ნინი წიკლაური, რომელოიც რამდენიმე თვის წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერის ასაწყობად, გათხოვდა. როგორც ჩანს, იქ პირადი ცხოვრებაც აიწყო. ეს სასიამოვნო სიახლე მისი ფეისბუქ გვერდიდან შევიტყვეთ. ამ გვერდზე 7 იანვარს გამოაქვეყნა ფოტო წარწერით Just Married
პოსტს ბევრი მილოცვა, თუ უბრალოდ, კომენტარი ახლავს. საინტერესოა, რომ ნინი არ ასაჯაროებს მეორე ნახევრის ვინაობას. როგორც ჩანს, ზოგიერთი ვარსკვლავის მიდგომას იზიარებს და ან ყურადღებისა და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად მალავს მას, ან კიდევ,
საინტერესო ის არის, რომ მისი მეგობრების დიდმა ნაწილმაც არ იცის ნინის რჩეულის ვინაობა. რატომ მოხდა მისი ქორწინება მთლად ასე გასაიდუმლოებულად, იმედია, მალე გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში, ნინი ჰპირდება მეგობრებს, რომ მალე გააცნობს თავის რჩეულს.
ეს პოსტი ნინის გვერდიდან არის: იხილეთ სრულად