ინგა გრიგოლია თებერვლიდან ახალ გადაცემას იწყებს. გადაცმის პრომოს ჩაწერისას კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ფეისბუქზე წერს: „დღეს ძაან სახალისო ამბავი გადამხდა. რუსთაველზე ხანში შესული მამაკაცი ასეირნებდა ძაღლს. უცებ მივედი და შევძახე, რა საყვარელია თქო და კაცი და ძაღლი ერთად შეხტნენ. კაცი მეუბნება, რატომ გამიხეთქეთ გული ამ თქვენი შეძახილით, გული გამიხდა ცუდადო...
ძაღლი შეშინებული თვალებით მიყურებდა. მე ვუთხარი, აქამდე ვიცოდი,რომ ძაღლების ეშინოდა ზოგს და პირველად გავიგე, ძაღლს და პატრონს ერთდროულად შეშინებოდათ ქუჩაში მოსიარულე ქალის.
მოკლედ, ჩემს
ცხოვრებაში ყველაფერი სულ ასე თავდაყირაა ხოლმე სულ. ძაღლებიც კი ხტებიან ჩემს ხმაზე. არ ვიგონებ, მოწმეები მყავს. ჩემი ქავერის სურათიც მაგ ჩემს რეაქციას გამოხატავს, როცა გადავბჟირდი ამ მომენტში, ძაღლიან-პატრონიანად რომ დავაფრთხე“