ჟურნალისტ ეკა მიშველაძის და პოლიტიკოს ალექსანდრე პეტრიაშვილის ქორწინება გასული წლის სკანდალებს შორის პირველი ადგილი თავისუფლად შეიძლება, მივანიჭოთ.
წყვილს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, ეკა მიშველაძეს „პირველ არხზე“ გადაცემაც დაუხურეს, პოლიტიკოსის ცოლობის გამო. თუმცა მოგვიანებით არხმა გადაწყვეტილება შეცვალა და ეკას დაპირდნენ, რომ ახალი წლის მერე ეთერში დააბრუნებდნენ.
თუმცა შესაძლოა, დაპირების სისრულეში მოყვანა გაჭიანურდეს. სავარაუდოდ სწორედ ამ თემას ეხება ფეისბუქზე ეკას და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კომენტარები, რომელიც ეკას და ალექსანდრე
ეკამ და ალექსანდემ წლის დასაწყისში გადაწყვიტეს, თაფლობის თვე მოეწყოთ და ეგვიპტეში გაემგზავრნენ. ინგა გრიგოლიამ წყვილს კარგი დასვენება უსურვა.
ეკა: „აბა, ვემზადები მანდ შტურმისთვის“.
ინგა: „ვაიიიი....შტურმი და შტორმი.“
ეკა: „აბა, რააა! ყველა დრო და ჩემი მოთმინებაც ამოიწურა.“
ინგა: „დაისვენე ეხლა და შეირგე ეგ სიამოვნება, დანარჩენზე ჩამოსვლის მერე“


