07 იანვარი, 2016
ვის ულოცავს თვალცრემლიანი ანრი ჯოხაძე შობას - „სადაც არ უნდა იყო ახლა, გილოცავ“...
სიმღერის ბოლოს ვიგრძენი რომ თვალები ცრემლებით მქონდა სავსე
ანრი ჯოხაძეს შობის დღეს მომღერალი ეთერ კაკულია გაახსენდა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.

"წეღან საჭესთან მჯდომი რადიო ტალღებზე ვეძებდი რამე ჩემთვის საინტერესო მუსიკას და უცებ ერთ-ერთ ტალღაზე ჩემი ეთერ კაკულია მღეროდა...

ვუსმენდი ეთოს და მომინდა შობა მიმელოცა, ტელეფონისკენ ხელი წავიღე და გამახსენდა, რომ ის აღარ არის.

სიმღერის ბოლოს ვიგრძენი რომ თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, ალბათ ძალიან მომენატრა. ჩემო ეთო, სადაც არ უნდა იყო ახლა, გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

პ.ს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სანამ ცოცხლები ვართ", წერს ანრი ფეისბუქზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
sopo
Tsxovreba imdenad xanmoklea unda moastro ertmanetis mopereba.gaanatlos upalma eto da anris sikete usurvot.
19:25 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
რამაზი
ანრი ჯიგარი ხარ!!!
13:13 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS