06 იანვარი, 2016
მარიტა როხვაძემ ახალი თავი მაიმუნს „მიუძღვნა“- „შემპირდა, საოცარ და წარმატებულ წელს გაჩუქებო“
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, 2016 წელი წითელ მაიმუნს „ეკუთვნის“. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ წლის მბრძანებელი არ გავაბრაზოთ და მისი გული მოვიგოთ.

მომღერალი მარიტა როხვაძე იმ ადამიანების რიცხვს შეუერთდა, ვინც მაიმუნის გულის მოგებას თმის ფერით ცდილობს. უნდა აღინიშნოს, რომ წითელი თმის ფერი მარიტას ძალიან მოუხდა.

"ჩემს ახალ თავს ვუძღვნი მაიმუნს. შემპირდა საოცარ და წარმატებულ წელს გაჩუქებო. დამდეგ შობას გილოცავთ მეგობრებო. იხარეთ და იბედნიერეთ ", წერს მარიტა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS