06 იანვარი, 2016
''ჩემი ცოლის დაქალები'' მორიგ სკანდალში გაეხვა - შესაძლოა, სერიალმა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე ცუდად იმოქმედოს
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" უკვე ბევრჯერ გაეხვა სკანდალში. ამჯერად კი მათ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებაში ადანაშულებენ.
სერიალში ორსულობის გაშარჯებამ, შესაძლოა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს, ამბობს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა და ერი შემცირებულია, უნდა გატარდეს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკა ქვეყანაში და მასში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება და განსაკუთრებით მედია.

შეგახსენებთ, ჩემი ცოლის დაქალების ბოლო სერიებში ორსულობის თემას ეხებოდა. ფეხმძიმე კატო ორსულების სილამაზის კონმკურსში იღებს
მონაწილეობას. სიუჟეტის მიხედვით კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს წარმომადგენელია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
თიკო
ამდენი ბინძური სიტყვები არსად მომისმენია რაც ამ სერიალშია
08:26 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
Tekla
მე კი მგონია, რომ კონკურსების დაცინვაა და ძალიანაც რელევანტური მომეჩვენა.
01:24 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ანანო
მედია ექვემდებარება საზოგადოებას ამოტომ საზოგადოება ითხოვს ამ სერიალის ეთერში გაშვებას.ეს სერიალი ხალხისთვის საინტერესო რომ არ იყოს ყველას აქვს პულტი და გადართავდნენ. ეს სერიალი ხალხის ცხოვრებას ასახავს ჩვენ უნდა ვუყუროთ და იქ სადღაც დავინახავთ ჩვენს თავს. იმასაც დააკვირდით რომ ის მარტო პერსონაჟია აი სინამდვილე კი ჩვენს გულებში უნდა ვეძებოთ. ავტორი ანანო ზ........(ზოგჯერ არ არის საჭირო შენი ვინაობის თქმა )12წლის
00:48 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნეტა ერთი!!!
რა გახდა ეს უბადრუკი სერიალი? ნეტა ვინ უყურებს? ისევ მონაწილე მსახიობები, მატი ოჯახები, ნათესავები, მეზობლები.... ჩვენ შეგვეშვით!
22:49 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მაყურებელი
ძალიან კარგი სერიალია და ბევრი უყურებს. ყველა ნიჭიერს და კარგს ხომ მტერი უნდა გამოუჩნდეს საქართველოში და ამანაც არ დააყოვნა. უმუშევრობა და მათხოვრობა მოქმედებს დემოგრაფიაზე და არა ეს საყვარელი სერიალი. ამაზე იზრუნე, თუ მართლა რამის გაკეთება გინდა, მაგრამ ისე არაა ჩემი მტერი...
20:54 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
XX
ნამდვილად სახიფათო სერია იყო. ქალებმა მასიურად თქვეს უარი შვილების გაჩენაზე როგორც კი ფილმი დამთავრდა. ვახ მე მიტუასა...რა ცუდადაა საქმე კაცო, რა ცუდად!
20:15 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
****
ამ სისულელეს კიდევ ვინმე უყურებს?
19:21 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მრავალშვილიანი დედა
ქ-ნო თამარ სერიალის კრიტიკას თავი დაანებე და დედების ხელისშეწყობაზე იფიქრე და აიძულე ვისაც ეს ეხება.ჩვილის საკვების და ინვენტარის ფასი აკრიტიკე კიდევ, მაფია რომ მართავს ისეთ ძვირია.ახალგაზრდები დაასაქმებიე რომ ოჯახები შექმნან.ტლიკინს მორჩი
18:25 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
დათო
აუჰჰჰჰ ნუ შეჭამეთ რა გული ამ უბადრუკი სერიალით
18:05 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს! ქალბატონ ჩიბურდანიძეს ვურჩევდი ჯერ ფილმის ყურება და მისი სწორად აღქმა ისწავლოს და მერე აკეთოს ,,ბრძნული" კომენტარები!
17:58 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS