06 იანვარი, 2016
''ჩემი ცოლის დაქალები'' მორიგ სკანდალში გაეხვა - შესაძლოა, სერიალმა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე ცუდად იმოქმედოს
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" უკვე ბევრჯერ გაეხვა სკანდალში. ამჯერად კი მათ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებაში ადანაშულებენ.
სერიალში ორსულობის გაშარჯებამ, შესაძლოა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს, ამბობს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა და ერი შემცირებულია, უნდა გატარდეს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკა ქვეყანაში და მასში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება და განსაკუთრებით მედია.

შეგახსენებთ, ჩემი ცოლის დაქალების ბოლო სერიებში ორსულობის თემას ეხებოდა. ფეხმძიმე კატო ორსულების სილამაზის კონმკურსში იღებს
მონაწილეობას. სიუჟეტის მიხედვით კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს წარმომადგენელია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მამუკა
ისე თურქულ სერიალებს რომ აკრიტიკებენ და ქართულს აქებენ, თურქულ სერიალში აბსოლიტურად დაცულია ცენზურა და რეკლამაც შეზღუდულია. სიგარეტი, სისხლი, მანქანის მარკები და ა.შ. ბუნდოვანი კადრით არის დაფარული. ამ სერიალში ყველაფერი მოსულა))
10:47 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
პულტი სახლში არ გაქვთ? თუ არ მოგწონთ გადართეთ ბატონო, აი მე კი სიამოვნებით ვუყურებ ყოველ სერიას
10:32 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მევლუდი
მე საერთოდ ასეთ უხამს სერიალებს არ ვუყურებ, მაგრამ ჩემი ქვეყნის მომავალი მაწუხებს და იმიტომ ვამბობ; სანამ გვიან არ არის, ასეთი უხამსი და უზნეო სერიალები უნდა აიკრძალოს მასობრივი ტელევიზიით, თორემ ფულის გულისთვის თამარის და მისნაირ ახალგაზრდებს დაღუპავენ, თუ ჯერ კიდევ არ დაუღუპიათ და მერე უხამსობა, უზრდელობა,უზნეობა და დედის გინება ნორმად იქნება მიღებული.
09:42 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან ბინძური სერიალია, აბა რა დავარქვა ასეთ ბილწსიტყვაობას? კომედიაა ვითომ? ბინძური კომედია კომედია არ არის მინახავს
09:13 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
123
თუ პიროვნებამ იმიტომ გადაწყვიტა ბავშვის გაჩენაზე უარი, რომ სერიალმა იმოქმედა მასზე, არც ყოფილა დედობის ღირსი. რა სერიალი, რა სისულელეა. საქმე ვეღარაფერი ნახეს და მახათს დაუწყეს ძებნა.
18:35 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ვისაც არ გსიამოვნებთ რეალური ცხოვრების სერიალის ყურება ,შეგიძლიათ გადართოთ და უყუროთ ტყუილ დაპირებებს,
18:14 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ძალიან კარგი სერიალია, ზუსტად რომ რეალობაა,
18:07 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მერა
ამიტომაც არი ზოგჯერ ალბათ ცენზურაც საჭირო.როგორ შეიძლება ყველაფერი,ვისაც თავში რა მოუვა ან კომერციულად მომგებიანია,ეთერში გაუშვა?!ხომ უნდა იყოს რაღაც რეგულაცია?!უხამსი ლექსიკონი კანონით მაინც იყოს აკრძალული ეთერში.როგორი მომავალი გაგვზრდება ამის შემყურე?მედიის თავისუფლება მხოლოდ საქართვლოში ნიშნავს უხამსობის თავისუფლბას,მტი ასად.!!1
17:14 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მევლუდის და მის თანამოაზრეებს
არ გხვდებათ ხომ ყურში კარგად ეგ სიტყვები? არც მე. და ეს მარტო ამ სერიალშია? თუ ამ სერიალის საშუალებით ცდილობენ დაგანახონ (ზოგადად ხალხს დაანახონ) რა საშინელებაა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის გულისამრევი ქცევები და უწმაწური ლექსიკონი? ქართველი ლოთი კაცები და მათი დღესდღეობითი როლი როგორც ქმრების? ეს აზრი დევს ამ სერიალში, გვერდიდან შეგახედონ ქართულ მენტალობას. აი ეგ ვართ ჩვენ რასაც ხედავთ. გამოვსწორდეთ თუ არ მოგწონთ!
14:33 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მევლუდი
საერთოდ ამ სერიალის სცენარის ავტორი, რეჟისორი და ვინც ამ სერიალს უყურებს და მოსწონს, ყველა უზნეო და გადაგვარებული ხალხი მგონია. საერთოდ ნახალოვკაში გავიზარდე, ქურდებს, ყაჩაღებს და ათასი რჯულის დამნაშავეს ვიცნობდი და ასეთი მიმართვები იმათ არ ქონდათ, როგორიც ამ სერიალებში აქვთ, საზიზღრობაა პირდაპირ.
12:36 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS