ჩემი პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, შეეხება სასამართლო პროცესს: მინდა გკითხოთ, დასრულდა თუ არა დავა?
დიახ, როგორც იქნა! ეს ძალიან დამღლელი პროცესი იყო ერთსა და იმავე დროს ჩვენ გვქონდა სასამართლო პროცესები ინგლისში, საქართველოსა და რუსეთში. ამასთანავე, პირადად
ფლობთ თუ არა წილს უნივერსიტეტებში?

არა, უნივერსიტეტები ჩამოყალიბდა მამაჩემის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის "ცოდნის ფონდის" მეშვეობით, ახლა მხოლოდ დამფუძნებლის კანონიერი მემკვიდრე ვარ.
ზუსტად რის გაკეთებას გეგმავთ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში?
ჩემი უპირველესი ამოცანაა დავეხმარო უნივერსიტეტებს და ვასახელო მამაჩემი. მე დავამთავრე ლონდონის "კინგს კოლეჯი" , რომელიც მსოფლიოს პირველ საუკეთესო ოცეულშია, შესაბამისად, სურვილი გამიჩნდა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ის იდეები განვახორციელო, რაც საჭიროდ დავინახე. მინდა გავაძლიერო ის საერთაშორისო კავშირები, რაც უკვე აქვს უნივერსიტეტს, ასევე, შევქმნა გაცვლითი პროგრამები და კურსები სხვადასხვა ენებზე. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ არა მხოლოდ მამაჩემის მიერ დაწყებული პროექტები, არამედ შევქმნათ ინოვაციური პროგრამები. მაგალითად, კახამ ნულიდან დაიწყო კულინარიის აკადემიის ჩამოყალიბება, რაც სასოფლო უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში არასდროს ყოფილა. ახლა ის სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული კურსია. თუ კულინარიის კურსებზე დარეგისტრირებას აპირებთ, მომდევნო რეგისტრაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ 2016 წლის შემოდგომისთვისაა! ვინაიდან, მე თავად ვმუშაობ ონლაინ მარკეტინგის სფეროში, სურვილი მაქვს ვიხილო ონლაინ მარკეტინგის სკოლა, რომელიც ასწავლის რეკლამირებას, გრაფიკას, ვებ-დიზაინსა და ა.შ.
აპირებთ თუ არა ქართულ პოლიტიკაში მოსვლას?
ამჟამად ნამდვილად არა. თავდაპირველად ქართული ენა უნდა ვისწავლო, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის მაშინ, როცა უკვე 4 ენაზე ვლაპარაკობ! ამის შემდეგ ვნახოთ. როგორც საქართველოს მოქალაქეს, მინდა, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს. მამაჩემს სჯეროდა, რომ განათლება საუკეთესო გზაა სახელმწიფოს შესაცვლელად- ძნელია, შეცვალო ხალხის მენტალიტეტი, როცა უკვე ჩამოყალიბებული აზრი აქვთ. თუმცა განათლების მეშვეობით შესაძლებელია ახალი ჰორიზონტებისა და თავისუფლად მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბება. იხილეთ სრულად