31 დეკემბერი, 2015
განო მელითაურის ემოციური მოლოცვა - „ხო, ბედისწერავ! შენ გეუბნები“...
გპირდები, ერთ დღესაც აუცილებლად გიპოვნი
„ჩემო სიცოცხლეო!!!!! სანუკვარო! ყველაზე ნიჭიერო , ყველაზე შეყვარებულო ნათელო ათინათო! ჩემო დღესასწაულო, სევდავ სიბრძნევ!

ჩემი სხეულის და სულის განუყოფელო! ჩემო მფარველო !!!ნუ გეშინია! დროის ქარტეხილები ვერაფერს დაგვაკლებენ!

ხო, ბედისწერავ! შენ გეუბნები! სადაც არ უნდა წაგეყვანათ, იმას რასაც მის მინართ განვიცდი განზომილების საზღვრები ვერაფერს დააკლებს!!!!

ვერც გარდაცვალება მოერევა! რამდენი პირობითი წელიც არ უნდა დამრჩეს დედამიწაზე, რამდენჯერაც არ უნ
და მატკინონ გული, მაინც ავდგები,

აირევიან ამინდები, მაგრამ წელში გავიმართები, შენს საყვარელ სამოში გამოვეწყობი და გპირდები, ერთ დღესაც აუცილებლად გიპოვნი!

გპირდები - ზუსტად ისე გავზრდი ჩვენს შვილებს, როგორც ერთად ვოცნებობდით! ვასწავლი მთავარს - რას ნიშნავს მეორე ადამიანის სიყვარული!

თქვენ კი მეგობრებო, ყველას განურჩევლად თქვენი ასაკისა სქესისა, ჩემს მიმართ დამოკიდებულებისა, გისურვებთ გაგმართლდებდეთ ცხოვრებაში, როგორც მე დაკოტეს გაგვიმართლა. ჩემგან საჩუქრად ყველაზე ქარიზმატული სანტა თქვენ“. წერს განო და კოტე თოლორდავას სანტას ფორმაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნიტა
განო ჩემო საყვარელო შენ ძალიან ბედნიერი ქალი ხარ.ასეთი სიყვარული დამიჯერე ბევრი ადამიანის ოცნებაა.
19:29 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
Tekla
კოტე ისევ ცოცხალია სანამ მის ცოლს უყვარს. Iსევ მახსოვხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად გიგონებ ისევ. Dა თუ გიგონებ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად გნატრულობ კიდეც. Dა თუ გნატრულობ, ეს იმას ნიშნავს, ღომ წამიერად მიყვარხარ კიდეც. და თუ მიყვარხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად შენთა ვარ კიდეც. და თუ შენთან ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად მოვმკვდარვარ კიდეც...
01:22 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ნათელი მაგალითი იმისა როგორ გიმარჯვა სიყვარულმა სიკვდილზე!კოტე არის,იყო და იქნება თვით სიყვარული.
23:16 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
!
ბედისწერას არაფერი ეყურება!ნათელში იყოს კოტეს სული.
14:37 / 02-01-2016
გამოხმაურება / 0 /
.............
რა კარგი იქნებოდა 100 წლის შემდეგ ეს ჩანაწერები, შენ როცა კოტეს შეხვდებოდი, აქ, შენ მიფარებულ ნივთთა შორის, გაცრეცილ ბლოკნოტში ეპოვნათ. აი, მაშინ ექნებოდა მათ საოცარი სურნელი, არავინ გაგაკრიტიკებდა ირონიულად და არ გეტყოდა, თავი მოგვაბეზრე, ვის არ მოკდომიაო. ახლა კი ბანალურია ეს ყველაფერი, მოსაწყენი იგივეობა და მოკლედ, ცუდი, რომ მოგვბეზრდა.
13:07 / 01-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS