მომღერალ ქეთა თოფურიასთან გასაუბრება მაშინ მოვახერხეთ, როდესაც მუსიკალურ პროექტ VOISE-ის მორიგი კონცერტის დაწყების წინ მაკიაჟს იკეთებდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩვენი საუბარიც სწორედ ამ პროექტით დაიწყო. (ფოტოგალერეა)
- ქეთა, გყავს ფავორიტი ამ პროექტში?
- ფავორიტები მყავს. მხოლოდ ერთი რჩეული - არა. ყველა მონაწილე ძალიან მომწონს, ვინც კი ამ ეტაპზე დარჩა პროექტში. ვგულშემატკივრობ და ვცდილობ მოვეხმარო კარგი სახით წარვუდგინო ისინი მაყურებელს. უკვე დიდწილად მაყურებელის გადასაწყვეტია, ვინ გაიმარჯვებს.
- ამბობენ, ქეთამ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთაო თავისი გუნდის წევრებსო, - როგორც ვიცი, თქვენი ბრენდისKETIone
სამოსით დააჯილდოვეთ...
- ვცდილობ, რომ ყველა კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ მოვარგე ეს სამოსიც, რომელიც, რა თქმა უნდა, მათ დარჩებათ ჩემგან საჩუქარად.
- მუსიკალურ სფეროში მოპოვებული წარმატების შემდეგ, მოდის სფეროშიც ცდილობთ ადგილის დამკვიდრებას.
- ეს ყველაფერი შარშან დავიწყეთ და კარგად წავიდა საქმე. იმედია,ასევე გაგრძელდება.
- ახალ წელს ვისთან ერთად და სად ხვდები?
- ახალ წელს ოჯახთან ერთად საფრანგეთში - პარიზში შევხვდები. მინდა, თქვენს ყველა მკითხველს მივულოცო ახალი 2016 წელი, ვუსურვო ბევრი მზიანი დღე, ბედნიერი მომავალი, ჯანმრთელობა და წარმატება.
იხილეთ სრულად