სალომესა და გიორგის მიმართ ინტერესი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩენისა და 2014 წელს ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინებული სასიყვარულო ისტორიის შემდეგ გაიზარდა. თუმცა, წყვილის ერთად ცხოვრება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. თავდაპირველად დაშორებას არც ერთი არ ადასტურებდა. თუმცა, მოგვიანებით ორივემ აღიარა, რომ ერთად აღარ იყვნენ. წყვილის პირადი ცხოვრებით დაინტერესებულებს ჭორაობის საბაბს გიორგის "ფეისბუკის" გვერდზე უცნობ თუ ცნობილ გოგონებთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება აძლევდა. არაერთი სტატია დაიწერა ვარდოსანიძისა და მსახიობ ნინი ონიანის რომანის შესახებ.
ბევრს ლაპარაკობენ სალომეს
მამულიჩას დაკავება
გასული წელი პროდიუსერ კახა მამულაშვილის, იმავე მამულიჩას, გულშემატკივრებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მამულიჩას დაკავებით დაამახსოვრდათ. 18 ივლისს პროდიუსერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ჩხრეკისას მისი ხელბარგიდან და საფულიდან 6 გრამამდე კოკაინი, 1,15 გ კანაფის ფისი და 0,2048 გ. "ექსტაზი" ამოიღეს. კოკაინის მოხმარების ფაქტი პროდიუსერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა. მამულიჩამ წარდგენილი ბრალდება აღიარა, თუმცა, 2-თვიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ პატიმრობა 15-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა. მამულიჩამ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ სკანდალით საყვარელ ადამიანებს გული ატკინა.
"ოსკარზე" ჩაძინებული მიშა მესხი
2015 წელს ლოს-ანჯელესში "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური პროექტი "მანდარინები". მართალია, ფილმმა "ოსკარი" ვერ მიიღო, მაგრამ საქართველოსთვის ეს მაინც დიდი წარმატება იყო. თუმცა, წლევანდელი "ოსკარი" ქართველებს უფრო სხვა რამის გამო დაამახსოვრდათ - მიშა მესხი აღმოჩნდა მსოფლიოში პირველი მსახიობი, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაეძინა.
ამ ფაქტს წინ მოვლენების ჯაჭვი უძღოდა: ქართველი მსახიობები ჯერ დიდთოვლობამ შეაფერხა, მერე კი მესხმა სტამბოლის აეროპორტში პასპორტი დაკარგა. დასამახსოვრებელი იყო სამდღიანი დაგვიანების შედეგად აკრედიტაციის გარეშე დარჩენილი ია სუხიტაშვილიც, რის გამოც ლოს-ანჯელესამდე ჩასულმა მსახიობმა ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლო. მიშას წითელ ხალიჩაზე თავი ყოჩაღად ეჭირა, ცერემონიის დაწყებამდე "ოსკარის" ქანდაკებასთან გადაღებულ სელფებსაც აქვეყნებდა, მერე კი მოხდა ის, რაც ქართველი ერის განხილვის საგნად იქცა. "მაგათი დედაც, მეძინა, ხომ არ ჩავიფსი," - ასე გამოეხმაურა კრიტიკოსებს მსახიობი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
იხილეთ სრულად