29 დეკემბერი, 2015
მზია ორველაშვილმა საქართველოს თასზე სალომე ჭაჭუა დაამარცხა – “სალომემ მომილოცა მიუხედავად იმისა, რომ მილოცვის ხასიათზე არ იყო“
საქართველოს ჰყავდა თავისი პირველი წყვილი, სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი
მზია ორველაშვილი თავის მეწყვილესთან ერთად საქართველოს თასზე პირველად წარდგა და საუკეთესო წყვილი, სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი დაამარცხა. სალომე მეწყვილესთან ერთად ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა, ჯულიანა ბარ-გნარისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი კი – მესამეს.

მზია ორველაშვილი:

სულ საქართველოში ცეკვის ორი კონკურსი ტარდება, თასი და ჩემპიონატი. საქართველოს თასი წელიწადში ერთხელ იმართება. ჩემს მეწყვილესთან, ედგარას ბრაზასთან ერთად, აქამდე სულ საზღვარგარეთ გამოვდიოდი, საქართველოში პირველად წარვდექით ერთად. ავიღეთ პირველი
ადგილი, რასაც არ ველოდით.

რატომ?

- საქართველოს ჰყავდა თავისი პირველი წყვილი, სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი. ძალიან განვიცდიდით, რომ მათ ვეჯიბრებოდით და სხვა ბევრ კარგ წყვილს, მაგალითად, ჯულიანასა და ოთოს, რომლებიც საკმაოდ კარგად გამოვიდნენ. როცა ჩვენი სახელი გამოაცხადეს, იმდენად არ ველოდი, რომ ცრემლებიც კი წამომივიდა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო ნინა
ვაიმე მზიაააა არ ველოდიო:)))) არც თუ ისე კარგი მსახიობი ხარ,რამდენ შეთქმულებაში მიიღე მონაწილეობა ეს შედეგი რომ მიგეღო.ან რათ გინდოდა ასეთი გამარჯვება,ვის ატყუებ საკუთარ თავს?
12:23 / 30-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლადო
რატომ არ ელოდი, სავალდებულო არ არის სულ ერთიდაიგივემ გაიმარჯვოს.
08:13 / 30-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS