როდის გადავა ნუცა ბუზალაძე თურქეთში საცხოვრებლად და რა ხდება მომღერლის პირად ცხოვრებაში?!
რამდენიმე კვირის წინ ნუცა ბუზალაძის "თურქულ ვოისში" გამოჩენას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა პროექტის პირველი ეტაპი, ბრმა კასტინგი, წარმატებით გაიარა და 2016 წლის იანვარში თურქეთში მიემგზავრება, რათა ფინალისკენ გაიკვალოს გზა. თუმცა სანამ ნუცა საქართველოს დატოვებს კონკურსის შესახებ გამოვკითხეთ.
- ნუცა, როდის მიდიხარ თურქეთში?
– 30-ში მივდივარ სტამბოლში. მაგრამ იქ ვიქნები ერთი დღე, რადგან რაღაც პატარა გადაღება არის და
- ნუცა, ერთ-ერთ ინტერვიუში იყო საუბარი იმაზე, რომ თურქეთში აპირებ საცხოვრებლად გადასვლას, რატომ გადაწყვიტე?
– იცით როგორ არის? ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ მე აქამდეც ვცხოვრობდი თურქეთში. მარტო სკოლის გამოვდიოდი ხოლმე თბილისში. დანარჩენი დრო, მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული თურქეთში. მას შემდეგ რაც საქართველოში გავხდი ცნობილი, უკვე ვეღარ ვახერხებდი ხშირად ჩასვლას. მგონი ორი წელია, "თურქეთის ვოისამდე", რაც არ ვყოფილვარ სტამბოლში და ძალიან მენატრებოდა. სკოლა რომ დავამთავრე ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტში გამოსვლა, რადგან მე ვფიქრობ რომ უკვე დროა რომ დიდ ბაზარზე გავიდე. ვფიქრობ, რომ თურქეთი ჩემთან ძალიან ახლოს არის, ზოგადად საქართველოსთანაც ახლოს არის. თურქულიც ვიცი, მაგრამ ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვი გადავალ თუ არა თურქეთში საცხოვრებლად, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში კარგი რაც ხდება, ყველაფერი სპონტანურად ხდება.
- თუ იქნება საუბარი იმაზე, რომ მოგიწევს თურქეთში საცხოვრებლად გადასვლა, ან თუნდაც დიდი ხნით დარჩენა, თუ აპირებ მსმენელისთვის თურქული სიმღერების შეთავაზებას?
– რა თქმა უნდა, მე თუ იქ გავხდები ცნობილი მომღერალი აუცილებლად შევთავაზებ მსმენელს თურქულ სიმღერებს. იქ ვინც ყავთ ყველაზე ცნობილი მომღერლები ყველა თურქულად მღერის, ინგლისურად არავინ არ მღერის. ერთადერთი ჩემს მწვრთნელს აქვს ჩაწერილი რამდენიმე ინგლისური სიმღერა, ისიც მაშინ ჩაწერა ევროვიზიაზე როცა მიდიოდა. მოკლედ რომ ვთქვა, იქ თუ დავრჩი და შემოთავაზება მექნება, მომიწევს, სხვა გზა არ მექნება.
- ნუცა თუ მიიღებ შემოთავაზებას და მოგიწევს თურქეთში გადასვლა, ამით ქართველ მსმენელს ხომ არ დააკლდები?
– არანიარად. საქართველო ისე მიყვარს, რომ სადაც არ უნდა წავიდე კვირაში ერთხელ მაინც ალბათ აქ ვიქნები (იცინის).იხილეთ სრულად