"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი, ლას-ვეგასიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც "მის სამყაროს" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა, მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე 15 საუკეთესო გოგონას შორის ვერ მოხვდა. რამდენიმე კვირის წინ, "მის საქართველომ" მთელი საქართველო აალაპარაკა, მისმა განცხადებამ ქალისა და მამაკაცის ღალატის შესახებ, საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ლას-ვეგასში მიღებული შთაბეჭდილებებისა და მის გარშემო აგორებული სკანდალების შესახებ ჯანეტ ქერდიყოშვილმა AMBEBI.GE ექსკლუზიური ინტერვიუ
- როცა ლას-ვეგასში "მის პლანეტის" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდი, საქართველოში შენი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამ გამოიწვია ხალხის გაღიზიანება?
- უცნაურია ჩემთვის ერთი თვის წინ მიცემული ინტერვიუ, ფინალამდე ოთხი დღით ადრე რატომ გამოქვეყნდა და თან მხოლოდ ამ მონაკვეთით. რატომ გაუკვირდა ხალხს ჩემი ნათქვამი, არ ვიცი. შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, ვინც საღად აზროვნებს, მიხვდებოდა, სულ სხვა შინაარსი რომ იდო ჩემს ნათქვამში. ბევრმა გაიგო, რომ თითქოს ჩემთვის სულერთია ქმარი მიღალატებს თუ არა, რაც აბსურდია. მე ვთქვი რომ, თუ ერთჯერადი იქნება ღალატი ამის გამო სახლიდან არ გავიქცევი შვილებთან ერთად. მამაკაცებს ხშირად მოსდით ასეთი შეცდომები. ყველა უნდა აფასებდეს თავის თავს და თუ სისტემატიურია ღალატი, უნდა დაშორდეს წყვილი. ქალი ჩემთვის უფრო წმინდაა, ის არის დედა, ამიტომაც წარმოუდგენელია ჩემთვის ქალის ღალატი. ვინც იყვირა და ხელები ირტყა გულზე, მგონი სხვანაირად დაანახა თავის თავი ხალხს. მამაჩემს, დედაჩემი და მე ხელის გულზე ვყავართ. დედამ იცის როგორ შეინარჩუნოს ოჯახი, ოჯახის შენარჩუნება და დანგრევა ქალზე არის დამოკიდებული.
- ზოგმა გაიგო თითქოს, თუ შეძლებული არის მამაკაცი, მას ყველაფერს აპატიებ?
- მე არ ვარ მატერიალისტი, სტერეოტიპია, რომ ოდნავ ლამაზი გოგო შეძლებულ მამაკაცს უნდა გაჰყვეს ცოლად. ეს სწორად არ მიმაჩნია. არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვისაც ცოლად გავყვები. მთავარია ადამიანში კაცობა დავინახო, ათი სახლი ექნება თუ ერთი ნაქირავები ოთახი, თუ პერსპექტიულია მამაკაცი და ვეყვარები ცოლად გავყვები.
- კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც შენს გარშემო განვითარდა რუსულ ენოვან მიმართვას ეკუთვნის, რომელიც ლას-ვეგასში ყოფნის პერიოდში გავრცელდა, ხალხმა განაცხადა რომ მტრის ენაზე მიმართვის გავრცელება არასწორი იყო შენი მხრიდან...
- მე რუსებს ჩვენს მტრად არ ვთვლი. შეიძლება კონკრეტული ადამიანები ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რუს ერზე ამას ვერ ვიტყვი. მე თვითონ იქ დავიბადე და გავიზარდე, რუსული ჩემთვის ქართულის მერე მეორე მშობლიური ენაა. მიმართვას რაც შეეხება, საიტის ადმინისტრაციამ მთხოვა მისი მკითხველებისთვის რუსულენოვანი მიმართვა გამეკეთებინა. მსოფლიოსთვის რომ ეთხოვათ მიმართვა ან ინგლისურად, ან ქართულად მივმართავდი. იხილეთ სრულად